2025-09-13 PDF
ნია გოგლიჩიძე
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც ორგანიზაციები დღეს აწყდებიან არის ხელოვნური ინტელექტი. უკვე მრავალი მეცნიერი შეისწავლის ამ საკითხს და აქტიურად ადევნებენ თვალს დღევანდელ მოცემულობას. ამ ნაშრომში - „ხელოვნური ინტელექტის მიმართება ტრანსფორმაციულ ლიდერობასთან“ - წარმოდგენილია მრავალი მეცნიერული შეხედულება იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს ხელოვნურ ინტელექტს ტრანსფორმაციულ ლიდერობაზე. ნაშრომი ყურადღებას ამახვილებს ხელოვნური ინტელექტის სახეებსა და ძირითად მახასიათებლებზე. ხელოვნურ ინტელექტს აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, როგორებიცაა მაგ: უმუშევრობა, მაღალი ფასები, კრეატიულობის ნაკლებობა და სხვა. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მას ადამიანის კონკურენტად მიიჩნევენ. მეცნიერები ასევე ფიქრობენ, რომ მომავალში ის ორგანიზაციებში წინააღმდეგობას გაუწევს ადამიანს, როგორც სამუშაო ძალას. მუდმივი ცვლილებებით სავსე სამყაროში, ტრანსფორმაციული ლიდერი ინარჩუნებს ემოციურ სტაბილურობას და თანამშრომლებსაც სწორედ ამისკენ მოუწოდებს. ექსპერტებს იმის სრული სიზუსტით განსაზღვრა უჭირთ,თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ხელოვნურმა ინტელექტმა ორგანიზაციაზე 20 წლის შემდეგ, მაგრამ ტრანსფორმაციული ლიდერის მახასიათებლები არის ის, რაც მოცემულობის შესაფერისია. ხელოვნური ინტელექტი უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ორგანიზაციებში, რაც ერთი მხრივ, იცავს მომუშავეებს რუტინული სამუშაოების შესრულებისგან, ხოლო მეორე მხრივ, დამსაქმებელს შესაძლებლობა ეძლევა შეამციროს მომუშავე ადამიანთა რიცხვი ორგანიზაციაში. ტრანსფორმაციული ლიდერი, რომელსაც ადაპტაციის კარგი უნარი და მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს, თანამშრომლებისთვის ხდება მისაბაძი. აღნიშნული თვისებები კი ეხმარება თანამშრომლებს, რათა წარმატებით გადაჭრან პრობლემები ორგანიზაციაში და მიაღწიონ წარმატებას ხელოვნურ ინტელექტთან ერთად - იმაზე ღელვის გარეშე, თუ როგორი იქნება მათი მომავალი ორგანიზაციაში.
საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი (AI), ტრანსფორმაციული ლიდერობა, ორგანიზაცია, ადაპტაციის უნარი, ემოციური ინტელექტი.
One of the most important challenges facing organizations today is artificial intelligence (AI). It is the subject of study by many scientists. This article – “The Relationship between Artificial Intelligence and Transformational Leadership” presents many modern scientific views on the impact of artificial intelligence on the transformational leader in the organization. The article focuses on the types and characteristics of artificial intelligence. AI has its advantages, but also disadvantages such as unemployment, high costs, no creativity, etc. Based on its capabilities, scientists think that AI is a human competitor. They also believe that it will resist a person as a labor force. The transformational leader maintains emotional stability in daily life full of challenges and encourage their employees to do the same. Experts cannot confidently say what impact artificial intelligence may have on the organization 20 years from now, but the qualities of a transformational leader are satisfactory for today’s situation. Artificial intelligence is more and more often found in organizations, which from one point of view, prevents employees from performing routine tasks. In contrast, it allows the employer to reduce the number of employees. A transformational leader with good adaptability and high emotional intelligence becomes a role model for employees. These qualities will help employees solve problems and achieve success with AI - not worring about their future in organisation.
Keywords: Artificial Intelligence (AI), Transformational Leadership, Organization, Adaptability, and Emotional Intelligence.