სტატიის გაფორმების წესები
Microsoft Word ფორმატი, ფურცლის ზომა - A4.
ქართულენოვანი ტექსტის ფონტი: UNICODE ფონტი – Sylfaen; ინგლისურენოვანი ტექსტის ფონტი – Times New Roman.
ნაშრომი წარდგენილი უნდა იყოს IMRAD (Introduction, Methods, Results & Discussion) ფორმატით.
შრიფტის ზომა - 12. სტრიქონებს შორის მანძილი - 1.5. აბზაცის პირველი სტრიქონის დაშორება - 1სმ. დაშორება ფურცლის მარცხენა და მარჯვენა კიდიდან - 2სმ, ზედა არე (კოლონტიტული -header) – 1სმ, ქვედა არე (კოლონტიტული - footer) – 1,3სმ.
სტატიის სახელწოდება, ინფორმაცია ავტორის შესახებ, აბსტრაქტი და საკვანძო სიტყვები აუცილებლად უნდა იქნეს წარმოდგენილი ორივე ენაზე (ქართულად და ინგლისურად); აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას.
სტატიის ტექსტში სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 სიტყვას (აბსტრაქტის, საკვანძო სიტყვების, პერსონალური ინფორმაციისა და ბიბლიოგრაფიის გარეშე), ხოლო სტატია შესრულებული უნდა იყოს ენობრივი ნორმების დაცვით. ტექსტში არ უნდა იყოს დაშვებული გრამატიკული შეცდომები. ციტირება და ბიბლიოგრაფია – ციტირება და ბიბლიოგრაფია გაფორმებული უნდა იყოს APA 6th სტილის დაცვით.
პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში სტატია არ დაიბეჭდება და ამ ავტორის სხვა შრომები აღარ მიიღება.