ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა
ფაკულტეტის ოფიციალური ელექტრონული სტუდენტური ჟურნალია, რომელიც ეძღვნება ფსიქოლოგიისა
და განათლების მეცნიერებათა სფეროს აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს. ჟურნალი განკუთვნილია ბაკალავრიატის,
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის.
ჟურნალი შეიქმნა 2019 წელს სტუდენტური პროექტების დაფინანსების ფარგლებში და დღემდე აქტიურად აგრძელებს
აკადემიურ საქმიანობას.
სამეცნიერო ჟურნალი ხელს შეუწყობს აკადემიურ სივრცეში იდეების გაცვლასა და სამეცნიერო
კომუნიკაციის სტიმულირებას. აგრეთვე, დაეხმარება სტუდენტებს დააგროვონ ის აქტივობები,
რომლებიც აუცილებელია ფაკულტეტზე არსებულ სხვადასხვა წამახალისებელ თუ სასტიპენდიო
პროგრამაში გამარჯვებისთვის.
სტატიების რეცენზირებასა და ექსპერტიზას უზრუნველყოფს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა
ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური.