გამოსაქვეყნებლად მიღებული ყველა სტატია გაივლის
რეცენზირების პროცესს, სტატია გამოქვეყნდება დადებითი
რეცენზიის შემთხვევაში.
წარდგენილი სტატია გაივლის ანონიმურ (double-blind) რეცენზირებას.
ეცენზირებას ახორციელებენ ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერები, რომელთა კომპეტენცია და აკადემიური
ინტერესები შეესაბამება სარეცენზიო სტატიის თემატიკას.
ჟურნალი ორენოვანია. ქართულენოვანი სტატიის წარდგენა აუცილებელია
ინგლისურენოვან აბსტრაქტთან ერთად.
სტატიის სახელწოდება, ავტორის შესახებ ინფორმაცია, აბსტრაქტი და საკვანძო
სიტყვები აუცილებლად უნდა იქნეს წარმოდგენილი ორივე ენაზე (ქართულად და ინგლისურად);
ჟურნალის ერთ ნომერში შესაძლებელია გამოქვეყნდეს ერთი ავტორის მხოლოდ ერთი სტატია.
წელიწადში გამოიცემა ჟურნალის ერთი ნომერი.
სტატიების რეცენზირებასა და ექსპერტიზას უზრუნველყოფს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების
მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური.