2019-11-11 PDF
ხატია ვაჭარაძე
21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს უმაღლეს განათლებაში, წარმოადგენს ინტერნაციონალიზაცია და ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობა სწავლა/სწავლების სფეროს ეფექტურად წარმართვისთვის. არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რამაც განაპირობა უნივერსიტეტთა ინტერნაციონალიზაციის აქტუალობა, მაგალითად, გლობალიზაციის პროცესმა(Jooste & Heleta, 2017), კომერციალიზაციამ (Khorsandi , 2014)თუ სხვა.ამასთან, ინტერნაციონალიზაცია ხშირად განიხილება ხარისხთან ბმაში (Knight, 2004). მრავალი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენად დიდია ინტერნაციონალიზაციის წვლილი ხარისხიანი სწავლა/სწავლების ჩამოყალიბებაში. ამაზე მსჯელობდნენ ავტორები: ნაითი, აბდოული, კოლბი და სხვა (Knight, 1994)(Abdouli, 2007)(Colby & Witt, 2000). დღესდღეობით, ჩვენს ქვეყანაშიც წინ წამოიწია შეხედულებამ, რომ ინტერნაციონალიზაცია ხელს უწყობს განათლების ხარისხის განვითარებას. ამის დასტურია განათლების სამინისტროს მიერ ინტერნაციონალიზაციის ხშირი მოხსენიება. მაგალითად, 2018 წლის მაისში წარიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის საუბარი ევროპის აკადემიის პრეზიდენტთან, ზირდ კლოტინკისთან, ევროპის კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ევა კონდოროშთან და ოქსფორდის უნივერსიტეტისპროფესორ, ალექს ვერხრაცკისთან განათლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2018). სწორედ აქედან გამომდინარე, გასულ წლებში ეს მოსაზრება უკვე პოლიტიკის დონეზეც ფორმალიზდა. პრაქტიკაში ამის განხორციელების ბევრი მაგალითია ისეთი გაცვლითი პროგრამები, როგორიცაა Erasmus+, Mundus, Mevlana, და Fulbright. ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრატეგიები, სადაც ინტერნაციონალიზაცია ერთ-ერთი ხაზგასმული საკითხია. ამას მოწმობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ხედვა, სადაც უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის გაძლიერება და ცოდნის დისტრიბუცია ინტერნაციონალიზაციის საშუალებით უნდა მოხდეს (განათლება, 2014). აღსანიშნავია აგრეთვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაც 2017 – 2021, რომელშიც, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადგილს ინტერნაციონალიზაცია იკავებს (თსუ-ს სტრატეგიული განვითარების გეგმა 2017-2021, 2016). ყველაზე თვალსაჩინოდ კი ინტერნაციონალიზაციის აქტუალობა ავტორიზაციის სტანდარტებში ჩანს, სადაც ეს პროცესი ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნად არის წამოყენებული. „უსდ1-ის ხელმძღვანელობა უსდ-ს მისიისა და მიზნის შესაბამისად, ხელს უწყობს საგანმანათლებლო დაწესებულების საერთაშორისო თანამშრომლობას და ინტერნაციონალიზაციის პროცესს“ (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები, 2018) თუმცა ბუნდოვანია, თუ რამდენად განსაზღვრავს საქართველოს დიდ უნივერსიტეტებში ინტერნაციონალიზაცია განათლების ხარისხს. სწორედ ამის გარკვევას ემსახურება წინამდებარე ნაშრომი. ამისთვის, გამოვიკვლიე ინტერნაციონალიზაციის სხვადასხვა მიზეზები უკვე დადგენილი პარამეტრებისა და კრიტერიუმების მიხედვით და დავუკავშირე ის განათლების ხარისხის მაჩვენებლებს. კერძოდ კი ვიკვლევთ ინტერნაციონალიზაცია რამდენად ჩანს უნივერსიტეტის დონეზე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებში.
წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სამ უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმებს შორის მიმართების დადგენა. ამის ფარგლებში გავაანალიზეთ დემინგის მიერ შემოთავაზებული განათლებისს განვითარების ციკლი, რათა გაგვეგო ოთხი ეტაპიდან (დაგეგმვა, მოქმედება, შემოწმება და გამოსწორება) (Deming , 2018), რომელ ეტაპზე ხდება უნივერსიტეტებში ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკასთან ხარისხის უზრუნველყოფის საკითხების დაკავშირება; გავარკვიეთ ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის განხორციელების საფუძვლად მდებარე ფაქტორები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში; ასევე ვნახეთ არის თუ არა სხვაობა კერძო და საჯარო უნივერსიტეტებს შორის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მთავარი ვექტორების განსაზღვრისას.
კვლევა ჩატარდა თვისებრივი მეთოდის გამოყენებით. მონაცემთა შესაგროვებლად გამოვიყენეთ სიღრმისეული ინტერვიუ, სატელეფონო ინტერვიუ და ფოკუს ჯგუფი. სიღრმისეული ინტერვიუ და სატელეფონო ინტერვიუ ჩავატარეთ ერთი კერძო და ორი საჯარო უნივერსიტეტისს ხარისხის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროს წარმომადგენლებთან და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია/ავტორიზაციის სამმართველოს უფროსთან და ფოკუს-ჯგუფი სტუდენტების დამოკიდებულების საკვლევად.
შედეგებმა მოლოდინები გაამართლა და მივაღწიეთ კვლევის ყველა მიზანს. ძირითადი მიგნებები იყო ის, რომ ხარისხის გარე მექანიზმების გარდა ინტერნაციონალიზაციის განხორციელება ხდება კომერციული ინტერესის, უნივერსიტეის სტრატეგიის, მისიის და გლობალურ პროცესებში ჩართვის გამო. აღმოჩნდა, რომ ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის განხორიელებისას უნივერსიტეტებს დაბრკოლებები ექმნებათ ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა სამსახურებში. კვლევამ საქართველოს მაგალითზეგვაჩვენა ნათელი კავშირი ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს შორის მოყვანილი კერძო და საჯარო უნივერსიტეტებისთვის.
საკვანძო სიტყვები: ინტერნაციონალიზაცია, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა, ხარისხი, ხარისხის უზრუნველყოფა.
In 21st century one of the most actual topic in higher education is internationalization and quality assurance for effective teaching/learning process. There are several reasons for popularity of this issue, such as globalization processes (Jooste & Heleta, 2017), commercialization (Khorsandi , 2014) etc. Furthermore, internationalization is often linked to quality (Knight, 2004). There are many ideas about the contribution of internationalization in high quality education. Many authors have discussed this issue: Knight, Abdouli, Colby (Knight, 1994)(Abdouli, 2007)(Colby & Witt, 2000) etc. Nowadays, in our country it is widely discussed that internationalization helps the development of education quality. The proof for this is active usage of the term internationalization by the ministry of education. For instance, the quadrilateral meeting was held amongst the Minister of Education and Science of Georgia -Mikheil Chkhenkeli, with the President of the European Academy of Sciences - Zyrd Klotnik, the Vice President of the European Studies Council -Eva Kondorosi and a Professor of Oxford University - Alex Vehratsky (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2018). Accordingly, in late years the ideas were formed into a policy. In practice, there are many examples of this: exchange programs such as Erasmus+, Mundus, Mevlana, and Fulbright. Moreover, internationalization is included in the strategies of higher education. The proof for this is the attitudes of the head of Ilia State University, who says that in order to distribute knowledge and enhance research practice in university, it is necessary to lead internationalization policy (განათლება, 2014). Internationalization process is widely discussed in the strategic development plan of Ivane Javakhishvili Tbilisi State University(თსუ-ს სტრატეგიული განვითარების გეგმა 2017-2021, 2016). In addition to this, authorization standards openly require internationalization to be presented in all universities. “The management of higher education institutions helps educational institutions in developing international cooperation and internationalization process based on its mission and goals.” (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები, 2018). Whether the ratio of education quality is provided by the internationalization process is opaque. This is the main question of the following study. In order to find different reasons for putting internationalization into practice weexplored contemporary parameters and criterions and related them to the indexes of quality assurance. In particular, we wanted to know at what level internationalization and quality assurance mechanisms are related to each other on the university bases.
The goal of this research is to find the relation between internationalization policy and quality assurance external mechanisms based on three higher education institutions in Georgia. I want to analyze the theory of Deming, where education development cycle is presented based on four stages (plan, do, check, act) (Deming , 2018). It is interesting at which stage those two processes are related. I want to find the factors which are baseline towards internationalization policy and education quality. It is also interesting to know the difference between private and public institutions.
The research method was qualitative. In order to collect data the interview technique and focus group was used. Interview was held for representatives from education quality development center, public and private higher education quality department supervisors and international relation department supervisors. The focus group was held among students.
The results met our expectations. The main findings of research was that except quality assurance there are many factors that influence higher education internationalization policy such as: commercialization, university strategy, mission and engagement in global processes. Turned out that universities face problems on the state level, in particular they blame the international relation services of country in obstacles for international students. The study showed the clear relation between internationalization policy and education quality assurance mechanisms in the private and public higher education institutions in Georgia.
Keywords: Internationalization, Internationalization policy, Quality, Quality Assurance.