2019-11-11 PDF
სოფიო ვიბლიანი
მოცემული კვლევის მიზანია დაადგინოს კითხვის უნარის ეფექტურ ათვისებაზე მოქმედი ისეთი კოგნიტური და სენსო-მოტორული ფაქტორების გავლენა როგორიც არის, თვალის მოძრაობა, ფონოლოგიური უნარები, ვიზუალურ-სივრცითი უნარები და მუშა მეხსიერება. კითხვის უნარის ეფექტურობისთვის შეფასდა კითხვის სისწრაფე, წაკითხულის გააზრება და შეცდომების რაოდენობა კითხვისას. მოცემული უნარები შეფასდა შემდეგი ტესტებით: თვალის მოძრაობის განვითარების ტესტი (DEM); ფონოლოგიური უნარების შესაფასებელი ტესტი; ვიზუალურ-სივრცით უნარების გასაზომად გამოყენებულია ვიზუალურ-მოტორული უნარის ფართო დიაპაზონის შესაფასებელი ტესტის (WRAVMA) სუბტესტი (WRAVMA MATCHING); მუშა მეხსიერების შესაფასებლად გამოყენებულია ვექსლერის ინტელექტის სკალის ( კვლევაში მონაწილეობა ორივე სქესის, მე-2 კლასის, 7 და 8 წლის 80-მა მოსწავლემ მიიღო. კვლევის შედეგების მიხედვით, მნიშვნელოვანი კორელაციური კავშირი გამოვლინდა ფონოლოგიურ უნარებსა და კითხვის უნარის ეფექტურობას შორის; ასევე მუშა მეხსიერებასა და წაკითხულის გააზრებას შორის; თვალის მოძრაობის დროს დაშვებულ შეცდომებსა და კითხვის დროს დაშვებულ შეცდომებს შორის არ გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი; რეგრესიული ანალიზის შედეგად, კითხვის უნარის ეფექტური ათვისების პრედიქტორად ფონოლოგიური უნარები გამოვლინდა, ხოლო კერძოდ სიტყვების სწორად წაკითხვის პრედიქტორად გამოვლინდა, როგორც ფონოლოგიური უნარები,ასევე თვალის მოძრაობა (DEM - Ratio). მოდერაციული ანალიზის შედეგის მიხედვით,სიტყვების სწორად წაკითხვის ეფექტურობაზე ფონოლოგიური უნარებისა და თვალის მოძრაობის შეფარდებითი ქულის ინტერაქციის კოეფიციენტი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია.
საკვანძო სიტყვები: კითხვის უნარი; ფონოლოგიური უნარები; მუშა მეხსიერება; თვალის მოძრაობა; ვიზუალურ-სივრცითი უნარები.
The purpose of this study is to identify the effect of cognitive and sensory-motor factors, such as eye movement, phonological skills, visually-spatial skills, and working memory on the effective acquisition of reading skills. Reading speed, reading comprehension and the number of errors were evaluated for the effectiveness of the reading ability. Given skills were evaluated with: Developmental Eye Movement (DEM) test; Evaluation of Phonological Skills - test; Wide Range Assessment of Visual Motor Ability(WRAVMA) subtest (Wravma Matching); The Wechsler Intelligence Scale for Children (WISC-IV) subtest (Digit Span); and the last, Screening Instrument for Reading Ability (KUSSI). Participants of the research were 80, female and male second grade students, aged 7-8. According the results, there was significant correlation between phonological skills and reading ability effectiveness; also, significant correlation was between working memory and reading comprehension; there was no statistically significant correlation between DEM test errors and errors in reading; Regression analysis showed that effective predictor for reading ability was phonological skills; Also, predictor for correct reading of the words was not only phonological skills, but DEM Ratio score too. Moderation analysis showed that interaction coefficient of phonological skills and DEM ratio score on effectiveness of correct reading of the words was statistically significant.
Keywords: Reading Skills, phonological skills, visually spatial skills, working memory, visual motor ability