Loading...

სტატია

ქართული ენაში ზმნის მორფო-სინტაქსური წესების დაუფლების ნეიროლინგვისტური თავისებურებები სკოლამდელ ბავშვებში

2019-11-11 PDF

ნანა ხარაბაძე

აბსტრაქტი  

ენისა და მეტყველების ფუნქციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ბიოლოგიური თანდაყოლილობა, ისე გარემო, რომელიც ხელს უწყობს და აყალიბებს ზრდის პროცესში მყოფ თავის ტვინს. ნერვული სისტემის განვითარება გენეტიკურად განპირობებული პროგრამით მიმდინარეობს, თუმცა ისეთ მნიშვნელოვან სოციო- კულტურულ ცვლადს, როგორიც ენაა, კრიტიკული გავლენა აქვს თავის ტვინის განვითარებისა და მომწიფების პროცესზე. ენის დაუფლების პროცესი, რომელიც დაბადებიდან იწყება ბავშვის გარემოსთან და ახლობელ ადამიანებთან მაკავშირებელი რგოლია. ადამიანი იბადება თანდაყოლილი გენეტიკური მოცემულობით, რაც ცალკეული უნარების განვითარების საფუძველს წარმოადგენს. ახალშობილის ზრდა-განვითარებისათვის უნივერსალურ ბიოლოგიურ მოცემულობასთან ერთად თანაბრად მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ყალიბდება ნერვული სისტემა. ბავშვი დაბადებულია ლაპარაკისა და ენის დაუფლებისათვის (Hulit, Fahey & Howard, 2011). კროსლინგვისტური კველევები გვაძლევს ინფორმაციას, სხვადასხვა ენის კომპლექსური კოგნიტური და ლინგვისტური ნაწილების დაუფლების კანონზომიერებასა და დინამიკაზე. უნივერსალური განვითარების პარალელურად, შეგვიძლია ვისაუბროთ ცალკეული ენისთვის განსაკუთრებულ ნაწილებზე, წესებზე, რომელთა დაუფლებაც მცირე ასაკის ბავშვებს ყველაზე მეტად უჭირთ.შესაბამისად ქართული ენის განსხვავებულ ენობრივ, განსაკუთრებით კი რთულ მორფო- სინტაქსური სისტემის დაუფლებას თავისი სპეციფიკური თავისებურებები აქვს. კვლევის შედეგად გამოვლინდა სამიდან ექვს წლამდე ბავშვების ქართულ ენაში ზმნის მორფო-სინტაქსური სტუქტურის დაუფლების თავისებურებები. (1) განვითარების ადრეულ ეტაპზე ზმნის პირის და სივრცითი კომპონენტის - მიმართულება-ორიენტაციის განვითარება უსწრებს წინ სხვადასხვა დროის წარმოების უნარს. ასაკის მატებასთან ერთად კი მსგავსი განსხვავება იშლება და შესაძლებელია ითქვას, რომ ოთხი და ხუთი წლის ასაკის ბავშვები თითქმის იდენტურად ასრულებენ აღნიშნულ დავალებებს. (2) განვითარების მესამე წელი კრიტიკული ეტაპია ზმნის მორფო-სინტაქსური წესების დაუფლებისთვის; სწორედ ამ საფეხურზე, ოთხ წლამდე, ხდება არსებითი ლინგვისტური ცვლილებები.

საკვანძო სიტყვები: სინტაქსი, ენის დაუფლება, უნივერსალური გრამატიკა, ნერვული სისტემის განვითარება, სკოლამდელი ბავშვები 



Abstract

 

Development of language and speech function is highly guided by genetic predisposition and environmental factors that promote the brain development. Both of them are equally important. The development of the nervous system is carried out by genetically predicted program. Although an important socio-cultural variable, such as language, has a critical impact on the development of the maturation process. Accordingly, the acquisition of the different languages has its specific features and peculiarities. Language acquisition is a process, which begins as the life of a baby begins and turns out to be the main part of communication with people. The baby is biologically predisposed to talk, although environment is equally important for nervous system development (Hulit, Fahey & Howard, 2011). According to cross-linguistic studies cognitive and linguistic complexity of different languages have their own sequence and dynamic to acquire. There is universal developmental course, except some linguistic rules, which are comparably harder to develop. Especially the complex morpho-syntactic system of the Georgian language has its most distinctive way of acquisition. As a result of the research, the peculiarities of morpho-syntactic development of the verb can be discussed among the children of three to six years: (1) during the early stage of development, Georgian verb features such as - a verifiable person and spatial component - the direction of orientation, development precedes the ability to produce different tense. During childhood, after little period of time, no differences can be seen , and it is possible to say that four and five years old children are almost equally performing these tasks. (2) The third year of development is critical for acquiring verb morpho-syntactic rules; from this stage to four years important linguistic changes take place.

Keywords: Syntax, Language Acquisition, Universal Grammar, Neurvous System Development, Preschool Children.