Loading...

სტატია

თანატოლთა ზეგავლენისა და ინტერნალიზებული და ექსტერნალიზებული ქცევითი სირთულეების ურთიერთმიმართება მოზარდთა დელიკვენტურ ქცევასთან

2025-09-13 PDF

მაკა ალავიძე

აბსტრაქტი  

წინამდებარე კვლევის მიზანი იყო მოზარდთა პრობლემურ ქცევაზე მოქმედი ფაქტორების - თანატოლთა ზეგავლენის, ინტერნალიზებული და ექსტერნალიზებული ქცევითი სირთულეების როლის შესწავლა. კვლევაში გამოყენებულია რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები. კერძოდ, მონაცემები შეგროვდა მოზარდთა თვითანგარიშის კითხვარის (Achenbach, 1991) და თანატოლთა ზეგავლენის საზომი კითხვარის (Brown, 1985) საშუალებით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულამა 60-მა არასრულწლოვანმა (39 ბიჭი, 21 გოგო, ასაკი 14-17 წელი). თვისებრივი მონაცემების მისაღებად ჩატარდა ფოკუს ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობდნენ პრაქტიკოსი ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ თანატოლთა ზეგავლენა, განსაკუთრებით თანატოლთა ნორმების მიმართ კონფორმულობა (r = .536; p < .01), წარმოადგენს პრობლემური ქცევის განხორციელების ყველაზე ძლიერ პრედიქტორს. ოჯახურ აქტივობებში ჩართულობა უარყოფითად უკავშირდება პრობლემურ ქცევას (r = -.434; p < .01), ხოლო ექსტერნალიზებული ქცევითი სირთულეები დადებით კავშირშია, როგორც დელიკვენტურ ქცევასთან (r = .443; p < .01), ასევე, შფოთვა/დეპრესიასა და სომატურ ჩივილებთან. რაც შეეხება ფოკუს ჯგუფის ანალიზს, გამოვლინდა სამი ძირითადი თემა: თანატოლთა ზეგავლენის გადამწყვეტი როლი დელიკვენტურ ქცევაში, ინფორმაციული ვაკუუმი და ასერტული უნარების ნაკლებობა, ოჯახური გარემოს მნიშვნელობა. მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ თანატოლთა ნორმებისა და ჯგუფური დინამიკის გაძლიერება, ასევე, ოჯახი წევრების მხრიდან მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი მიმართულებებია არასრულწლოვანთა პრობლემური ქცევის პრევენციისათვის.

საკვანძო სიტყვები: მოზარდობა, პრობლემური ქცევა, თანატოლთა ზეგავლენა, დელიკვენტობა. 

Abstract

 

The purpose of this study is to examine the factors influencing adolescents’ problematic behavior, focusing on peer influence and the role of internalizing and externalizing behavioral difficulties. A mixed-methods approach was employed, incorporating both quantitative and qualitative methods. Quantitative data were collected using the Youth Self-Report (Achenbach, 1991) and the Peer Influence Measure (Brown, 1985). The sample consisted of 60 adolescents (39 boys, 21 girls; aged 14–17) participating in a diversion-mediation program. Qualitative data were obtained through a focus group with practicing psychologists and social workers. Data analysis revealed that peer influence, particularly conformity to peer norms (r = .536; p < .01), was the strongest predictor of problematic behavior. Participation in family activities was negatively associated with problematic behavior (r = -.434; p < .01), while externalizing behavioral difficulties were positively correlated with both delinquent behavior (r = .443; p < .01) and anxiety/depression as well as somatic complaints. The focus group analysis identified three main themes: the critical role of peer influence in delinquent behavior, information gaps and lack of assertive skills, and the significance of the family environment. These findings suggest that strengthening adherence to positive peer norms and group dynamics, along with family support, represent key strategies for the prevention of adolescents’ problematic behavior.

Keywords: adolescence, problematic behavior, peer influence, delinquency.