2025-09-13 PDF
ქეთევან ლორთქიფანიძე
ნოსტალგიის ცნებას ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებდნენ, დაწყებული სამშობლოს მონატრებიდან, ფსიქიკური აშლილობებით და დაავადებებით დამთავრებული (Sedikides et al., 2008). საერთო, რაც ამ ყველა ზემოთჩამოთვლილ მნიშვნელობას აქვს ისაა, რომ ისინი უარყოფით კონტექსტთან არის დაკავშირებული. თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევები აქტიურად მეტყველებს საპირისპიროზე - მას უკავშირებენ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ხელშემწყობ მექანიზმს (Routledge et al., 2013). წარსულში განცდილ საკითხებთან დაკავშირებით აღძრული ნოსტალგია პიროვნული ნოსტალგიის სახელით არის ცნობილი, მეცნიერებაში კი, ასევე განიხილავენ ისეთი ტიპის ნოსტალგიას, რომელიც აღიძვრება მოვლენებით, რომლებიც ჯერ წარსულად არ ქცეულა და არ დასრულებულა, - მას მოსალოდნელ ნოსტალგიას უწოდებენ (Batcho & Shikh, 2016). მოცემული კვლევის მიზანია, დაადგინოს, რა მიმართებები არსებობს პიროვნულ და მოსალოდნელ ნოსტალგიის ტიპებს შორის, როგორ უკავშირდებიან ისინი სოციალური მიკუთვნებულობის განცდასა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. კვლევის ფარგლებში, თვითანგარიშის კითხვარი შეავსო 322-მა ადამიანმა, რომელთა ასაკი ვარირებდა 17-დან 76 წლამდე. მონაცემთა ანალიზით გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგები, კერძოდ, ნოსტალგიის ორი ტიპი, პიროვნული და მოსალოდნელი, ერთმანეთთან დადებითადაა დაკავშირებული. ამასთან ერთად, მოსალოდნელი ნოსტალგია ნეგატიურად კორელირებდა როგორც სოციალურ მიკუთვნებულობის განცდასთან, ისე ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან. ჩვენი კვლევის შედეგებით, პიროვნული ნოსტალგია სოციალური მიკუთვნებულობის განცდასა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ უკავშირდება. რეგრესიული ანალიზის მეშვეობით გამოვლინდა, რომ მოსალოდნელი ნოსტალგია წინასწარმეტყველებს სოციალური მიკუთვნებულობის განცდას.
საკვანძო სიტყვები: ნოსტალგია, პიროვნული ნოსტალგია, მოსალოდნელი ნოსტალგია, სოციალური მიკუთვნებულობის განცდა, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა.
The concept of nostalgia has been used throughout history with different meanings, ranging from homesickness to mental disorders and diseases (Sedikides et al., 2008). What all these above meanings have in common is that they are associated with a negative context. However, recent studies actively suggest the opposite, linking it to a mechanism for promoting psychological health (Routledge et al., 2013). Nostalgia triggered by things experienced in the past is known as personal nostalgia, and in science, they also started talking about a type of nostalgia that is triggered by events that are not yet past and have not ended, which is called anticipatory nostalgia (Batcho & Shikh, 2016). The purpose of this study was to determine the relationships between personal and anticipatory types of nostalgia and how they relate to feelings of social belonging and psychological well-being. As part of the study, 322 people, ranging in age from 17 to 76, completed a self-report questionnaire. As a result of the data analysis, statistically significant results were revealed; in particular, two types of nostalgia, personal and anticipatory, are positively related to each other. Additionally, anticipatory nostalgia was negatively correlated with both a sense of social connectedness and psychological well-being. According to the results of our research, personal nostalgia is not statistically significantly related to the feeling of social connectedness or psychological well-being. Through regression analysis, it was revealed that anticipatory nostalgia predicts the feeling of social connectedness.
Keywords: Nostalgia, Personal Nostalgia, Anticipatory Nostalgia, Social connectedness, Psychological well-being.