Loading...

სტატია

პროკრასტანაციის კორელაციური კავშირი იმპულსურობასა და უარყოფით ემოციურ მდგომარეობასთან

2025-09-13 PDF

სოფიო ჯორჯიაშვილი ნატა სინატაშვილი

აბსტრაქტი  

XXI საუკუნეში პროკრასტინაცია საკმაოდ აქტუალური გამოწვევაა, რომელიც ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გვხვდება, განსაკუთრებით კი სტუდენტებში. აღსანიშნავია, რომ ეს ფენომენი ადამიანის ცხოვრების ბევრ ასპექტზე ახდენს გავლენას, მათ შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. თუ ამ უკანასკნელთან პროკრასტინაცია უშუალო კავშირშია, კავშირი ფიზიკურ ჯანმრთელობასთან შედარებით კომპლექსურია და სტრესული მდგომარეობით არის გაშუალებული. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ფენომენი ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული იმპულსურობასთან. მოცემული კვლევა შეისწავლის კორელაციურ კავშირს პროკრასტინაციას, უარყოფით ემოციურ მდგომარეობასა და იმპულსურობას შორის ქართველ სტუდენტებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 57-მა სტუდენტმა (მდედრობითი N=44, მამრობითი N=13), რომლებმაც შეავსეს კითხვარის ელექტრონული ვერსია. შედეგები დამუშავდა კორელაციური და რეგრესული ანალიზით და დადასტურდა ორივე ჰიპოთეზა (1. პროკრასტინაციასა და იმპულსურობას შორის დადებითი კორელაციური კავშირი არსებობს; 2. პროკრასტინაციასა და უარყოფით ემოციურ მდგომარეობას შორის დადებითი კორელაციური კავშირი არსებობს). მიღებული შედეგები შესაძლოა გამოყენებული იყოს ფსიქოგანათლებისა და პრევენციული პროგრამების დაგეგმვისთვის.

საკვანძო სიტყვები: პროკრასტინაცია, იმპულსურობა, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. 

Abstract

 

In the 21st century, procrastination is a very popular phenomenon that can be found in all age groups, especially students. It affects many aspects of human life, including their physical and psychological well-being. Procrastination is directly related to the latter, but its correlational relationship with physical health is more complex and is mediated by stress. It should be noted here that this phenomenon is also closely related to impulsivity. The present study examines the correlational relationship between procrastination, negative emotional state and impulsivity in Georgian students. 57 students participated in the study (female N=44, male N=13), who filled out the electronic version of the questionnaire. Correlation and regression analysis were used and both hypotheses were confirmed (1. There is a positive correlation between procrastination and impulsivity; 2. There is a positive correlation between procrastination and negative emotional state). The obtained results may be used for planning psychoeducational and prevention programs.

Keywords: Procrastination, Impulsivity, Psychological health.