Loading...

სტატია

როგორ არღვევს ბავშვის აუტისტური სპექტრის აშლილობა დედის ექვილიბრიუმს ანუ დაძლევის სტრატეგიები და პოსტტრავმული ზრდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დედებთან: საქართველოსა ამერიკის შეერთებული შტატების შედარება

2019-11-11 PDF

ლელა ლეჟავა თამარ გაგოშიძე

აბსტრაქტი  

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები განსაკუთრებით დიდ სტრესს განიცდიან. იმისთვის, რომ გავიგოთ რას გრძნობენ და რისი გადალახვა უწევთ აუტისტური სპექტის მქონე ბავშვების დედებს, მნიშვნელოვანია ვიკვლიოთ, რომელ დაძლევის სტრატეგიებს იყენებენ და არის თუ არა ეს დაძლევის სტრატეგიები კავშირში პოსტტრავმულ ზრდასთან. განსაზღვროთ ის ფაქტორები, რომელიც ხელს უწყობს პოსტტრავმულ ზრდასა და ბავშვის მდგომარეობაზე შეხედულების შეცვლას და მოცემული ფაქტორები სამომავლო ინტერვენციის პროცესებში გამოვიყენოთ. კვლევაში მონაწილეობას იღებდა 23 აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა საქართველოდან (ქართველი დედები), 20 აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა ამერიკიდან და 20 ტიპური განვითარების მქონე ბავშვის დედა საქართველოდან (საკონტროლო ჯგუფი). კვლევაში პოსტტრავმული ზრდის შესაფასებლად გამოყენებულია ტედესკისა და კალჰოუნის (Tedeschi & Calhoun) პოსტრავმულიზრდის კითხვარი (PTG), ხოლოდ სტრესის დაძლევის სტილისა და სტრატეგიების შესაფასებლად - რუდოლფ მუსის (Rudolf Moos) დაძლევის პასუხის კითხვარი (CRI). ქართველ დედებთან შედარებით ამერიკელი დედები უფრო მეტად იყენებდნენ ამრიდებლურ დაძლევის სტრატეგიებს, როგორიცაა მიღებაანუარყოფა, ალტერნატიულიჯილდოსძიება და ემოციურიგანტვირთვა. ამერიკელ და საკონტორლო ჯგუფის დედებთან შედარებით ქართველი დედები უფრო მეტად კოგნიტურ და ქცევით მიახლოებით სტატეგიებს იყენებდნენ. დედების ჯგუფები ერთმანეთისგან პოსტტრავმული ზრდის მაჩვენებლით განსხვავდებოდნენ, თუმცა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება მხოლოდ საკონტროლო ჯგუფსა და ამერიკელ დედებს შორის დაფიქსირდა. კორელაციურმა ანალიზმა გამოავლინა კავშირი მიახლოებით დაძლევის სტრატეგიასა და პოსტტრავმულ ზრდას შორის. გარდა ამისა, წრფივმა რეგრესიულმა ანალიზმა გამოავლინა, რომ მიახლოებითი დაძლევის სტრატეგია, ჯგუფთან მიკუთვნებულობასთან ერთად (ქართველი, ამერიკელი, საკოტროლო), პოსტტრავმული ზრდის დამოუკიდებელი პრედიქტორია. მიღებული შედგების მიხედვით, პოსტტრავმული ზრდისთვის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ცვლადად მიახლოებითი დაძლევის სტრატეგია შეგვიძლია მივიჩნიოთ.

საკვანძო სიტყვები: აუტისტური სპექტის აშლილობის მქონე ბავშვების დედები, პორტტრავმული ზრდა, სტრესის დაძლევა. 



Abstract

 

Parents of children with autism spectrum disorder (ASD) undergo increased levels of stress. It is important to understand the experiences the mothers of children with ASD go through, to examine coping strategies they use, if these strategies are in relation to post-traumatic growth, to highlight the possible important factors facilitating post-traumatic growth and to change the perspective on child’s condition and use these factors as a helping tool while future interventions. 23 mothers of children with ASD from Georgia (Georgian mothers), 20 mothers of children with ASD from the United States (American mothers) and 20 mothers of children without developmental disorder from Georgia(Control group) participated in the research. Post- traumatic Growth Inventory (PTGI) by Tedeschi and Calhoun was used to measure post- traumatic growth in mothers, Coping Response Inventory (CRI) by Rudolf Moos was used to measure their coping styles and strategies.American mothers were observed to be engaged in avoidant coping more than the Georgian mothers, namely, they used coping strategies like acceptance of resignation, seeking alternative reward, emotional discharge. Georgian mothers were observed to use cognitive behavioral approach strategy more than the American mothers or the control group did. Significant difference on post-traumatic growth was identified between the American mothers and the control group. Even though we discovered significant difference between the groups for posttraumatic growth, we only observed this difference between control group and American mothers. Correlation analysis identified the link between approach coping strategy and post-traumatic growth. Furthermore, linear regression indicated that approach coping strategy and group belonging (Georgian, American, control group) are independent predictors of post-traumatic growth. Approach coping strategy may be considered as a variable significantly contributing to post-traumatic growth, reappraisal of a child’s condition and possible key tomother’s psychological well-being.

Keywords: Mothers of children with ASD, post-traumatic growth, coping.