2025-09-13 PDF
მარიამ ჩხეიძე
პროფესიონალი სპორტსმენების წარმატება და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა მნიშვნელოვან კავშირშია ემოციურ ინტელექტთან და სტრესთან გამკლავების ეფექტურ სტრატეგიებთან. მოცემული კვლევის ძირითადი მიზანი იყო, რომ ქართულ კონტექსტში შეედარებინა გუნდური და ინდივიდუალური სპორტის წარმომადგენლების სტრესთან გამკლავების სტრატეგიები და ემოციური ინტელექტის დონეები. ამ ფსიქოლოგიურ კონსტრუქტებს შორის განსხვავებები და კავშირები ქართულ კონტექსტში შესწავლილი არ არის. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 71-მა ქართველმა პროფესიონალმა სპორტსმენმა (23 ქალი, 48 კაცი). მონაცემთა შესაგროვებლად კვლევაში გამოყენებულიაემოციური ინტელექტის (TEIQue-sf) და სტრესთან გამკლავების სტრატეგიების (Ways of Coping Questionnaire) სტანდარტიზებული კითხვარები. კვლევის შედეგების მიხედვით, არ გამოვლინდა მნიშვნელოვანი სტატისტიკური განსხვავება გუნდური და ინდივიდუალური სპორტის წარმომადგენლებს შორის ემოციური ინტელექტის, როგორც ზოგად, ისე ცალკეული ფაქტორების დონეებში. თუმცა, დაფიქსირდა მნიშვნელოვანი სხვაობა დაძლევის სტრატეგიების გამოყენებაში - გუნდური სპორტის წარმომადგენლები უფრო ხშირად იყენებდნენ კონფრონტაციული დაძლევის სტრატეგიას. კვლევის მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს ასევე ის, რომ მაღალი ემოციური ინტელექტი დადებით კორელაციაშია პრობლემაზე ორიენტირებულ დაძლევის სტრატეგიებთან და უარყოფით კორელაციაშია არაადაპტურ დაძლევის სტრატეგიებთან (როგორიცაა, დისტანცირება, გაქცევა/თავის არიდება). კვლევის შედეგების მიხედვით ვასკვნით, რომ ემოციური ინტელექტი სპორტსმენებისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური რესურსია, რომელიც მათ სტრესთან გამკლავების ადაპტური სტრატეგიების ჩამოყალიბებაში ეხმარებათ. წინამდებარე კვლევა წარმოადგენს პირველ ემპირიულ მცდელობას ფსიქოლოგიური ფაქტორების შესწავლისთვის ქართულ სპორტულ კონტექსტში, რითაც ხელს უწყობს საქართველოში სპორტის ფსიქოლოგიის განვითარებას.
საკვანძო სიტყვები: ემოციური ინტელექტი, სტრესთან გამკლავების სტრატეგიები, გუნდური სპორტი, ინდივიდუალური სპორტი, სპორტის ფსიქოლოგია, საქართველო.
Professional athletes’ success and psychological well-being are in significant correlation to emotional intelligence and effective stress coping strategies. The main aim for the present study was to compare levels of emotional intelligence and stress coping strategies in representatives of team and individual sports in Georgian culture. The relationships between these psychological constructs have never been studied in Georgian culture. 71 Georgian professional athletes (23 women, 48 men) participated in the study. Standardized questionnaires were used for emotional intelligence (TEIQue-sf) and stress coping strategies (Ways of Coping Questionnaire) for collecting data. The results of the study showed no significant difference in the levels of emotional intelligence, both general and individual factors, between team and individual sportsmen. However, a significant difference was found in the use of coping strategies - team sportsmen used confrontational coping strategies much more often. Another important result of the study is that high emotional intelligence is significantly highly correlated with adaptive, problem-focused coping strategies and significantly negatively correlated with maladaptive coping strategies. From the results of the study, we conclude that emotional intelligence is an important psychological resource for the athletes that helps them to form adaptive coping strategies for stress. The study represents the first empirical attempt to explore psychological factors in the Georgian sports context. Therefore, it contributes to the development of sports psychology in Georgia.
Keywords: emotional intelligence, stress coping strategies, team sports, individual sports, sports psychology, Georgia.