Loading...

სტატია

ღირებულებებს, ცხოვრებით კმაყოფილებასა და ფინანსურ მდგომარეობას შორის კავშირი თბილისში მაცხოვრებელსა და რეგიონიდან ჩამოსულ ქართველ სტუდენტებში

2024-09-13 PDF

მარიამ ცუხიშვილი ელენე გოგოლაძე

აბსტრაქტი  

კვლევა ორიენტირებულია დაადგინოს კავშირი ინდივიდის ბაზისურ ღირებულებებს, ცხოვრებით კმაყოფილებასა და ფინანსურ მდგომარეობას შორის თბილისში მცხოვრებ და რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებში. კვლევაში გამოყენებული იყო შვარცის ღირებულებების (Schwartz, 1992) კითხვარი და ასევე ცხოვრებით კმაყოფილების კითხვარი (Diener et al., 1985). კვლევის ფარგლებში თვითადმინისტრირებადი კითხვარი შეავსო 101-მა ქართველმა სტუდენტმა. მონაცემების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქართველ სტუდენტებში ცხოვრებით კმაყოფილებას უარყოფითი კორელაცია აქვს კონსერვაციის ღირებულებასთან. მსგავსი მიმართება ვლინდება რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებთან და ასევე დაბალი მატერიალური მდგომარეობის პირობებში მყოფ სტუდენტებთან. არცერთ სხვა მაღალი რანგის ღირებულებასა და ცხოვრებით კმაყოფილებას შორის სტატისტიკური კავშირი არ გამოვლინდა. მიღებული შედეგებით ნაწილობრივ გამართლდა კვლევაში წარმოდგენილი ერთი ჰიპოთეზა. აღნიშნულ კვლევას დიდი თეორიული და პრაქტიკული ღირებულება აქვს, ერთი მხრივ, ის ამდიდრებს სამეცნიერო ცოდნას ღირებულებებისა და ცხოვრებით კმაყოფილების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის კვლევით საფუძველს სტუდენტებში მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ინტერვენციების ფორმირებისთვის.

საკვანძო სიტყვები: ღირებულებები, ცხოვრებით კმაყოფილება, ქართველი სტუდენტები, ფინანსური მდგომარეობა. 



Abstract

 

The Study aims to examine connection between individual’s basic values, satisfaction with life and financial condition in Georgian students living in Tbilisi and students coming from regions of Georgia. In the study was used Schwartz Values Questionnaire (Schwartz, 1992) and Life Satisfaction Questionnaire (Diener et al., 1985). Self-administration questionnaire was filled by 101 Georgian students. As a result of analyzing data, it was revealed that in Georgian students satisfaction with life and conservation is negatively related. Same connection was revealed in students coming from regions and in students living in poor financial conditions. There were no statistical relations between other high ranking values and satisfaction with life. According to these results, one research hypothesis was partially accepted. The study has theoretical and practical implications – on the one hand, it enriches scientific knowledge about values and satisfaction with life and on the other hand, makes theoretical foundations for developing interventions to improve students’ mental health condition.

Keywords: values, life satisfaction, Georgian students, financial condition.