Loading...

სტატია

ემოჯის გავლენა ციფრულ კომუნიკაციაზე

2024-09-13 PDF

გიორგი შოგირაძე

აბსტრაქტი  

მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეესწავლა ონლაინ კომუნიკაციისას ემოჯის გავლენა ტექსტის სხვადასხვა შინაარსზე, კერძოდ, გამოიყო 3 მიმართულება: ემოჯის გავლენა წაკითხული ტექსტის გააზრებაზე, სარკაზმის აღქმასა და ქცევის მზაობაზე (პროდუქტის შესყიდვის სურვილზე). მანამდე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, ნავარაუდები იყო, რომ ემოჯი გააიოლებდა წაკითხული ტექსტის გააზრებას, უფრო სარკასტულად შეფასდებოდა ემოჯიანი შეტყობინებები და ემოჯი სლოგანში გაზრდიდა პროდუქტის შესყიდვის სურვილს. ამ ჰიპოთეზების შესამოწმებლად მოცემული კვლევის ფარგლებში შერეული დიზაინით ჩატარდა ექსპერიმენტი 156 ადამიანზე, რომლებმაც შეასრულეს 4 დავალება: ტექსტის გააზრება, სარკასტული შინაარსის მქონე შეტყობინებების შეფასება, სლოგანების შეფასება და ემოციური ინტელექტის სკალა. ექსპერიმენტულ პირობებში ტექსტს თან ერთვოდა ემოჯი, ხოლო საკონტროლო პირობებში მხოლოდ ტექსტი იყო წარმოდგენილი. თითოეული დავალებისთვის განსხვავებული შედეგები მივიღეთ. ტექსტის გააზრებაში გამოვლინდა ჭერის ეფექტი და, შესაბამისად, საკონტროლო და ექსპერიმენტული ჯგუფის ქულები არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. სარკასტულ შეტყობინებებში შინაარსმა უფრო მოახდინა გავლენა, ვიდრე ემოჯის არსებობამ, ორივე პირობაში დებულებების გარკვეული ნაწილი უფრო სარკასტულად შეფასდა, ვიდრე - დანარჩენი. სლოგანებში გამოვლინდა ემოჯის ეფექტი, ემოჯით თანდართული სლოგანები უფრო დადებითად შეფასდა, ვიდრე - ემოჯის გარეშე წარმოდგენილი. ვასკვნით, რომ ემოჯის დადებითი შინაარსის მქონე ტექსტის აღქმის გაძლიერება შეუძლია, თუმცა უარყოფითი (სარკასტული) შინაარსის მქონე ტექსტზე ვერ ახდენს გავლენას, როცა ტექსტს ისედაც უარყოფითი შინაარსი აქვს ემოჯით მისი კიდევ უფრო დამძიმება არ ხდება.

საკვანძო სიტყვები: ემოჯი, წაკითხული ტექსტის გააზრება, სარკაზმის აღქმა, ქცევის მზაობა. 



Abstract

 

The purpose of this study was to study the influence of emoji on different content of the text in online communication, namely, 3 directions were distinguished: the influence of emoji on the comprehension of the read text, the perception of sarcasm and the willingness to behave (willingness to purchase the product). Based on previous research, it was hypothesized that emoji would make reading comprehension easier, emoji messages would be judged more sarcastic, and emoji in a slogan would increase the willingness to purchase a product. In order to test these hypotheses, this study conducted a mixed design experiment on 156 people who completed 4 tasks: text comprehension, sarcastic message evaluation, slogan evaluation, and an emotional intelligence scale. In the experimental condition, the text was accompanied by an emoji, while in the control condition, only the text was presented. We got different results for each task. A ceiling effect was found in text comprehension and, therefore, the scores of the control and experimental groups did not differ from each other. In sarcastic messages, the content was more influential than the presence of emoji, in both conditions some of the statements were rated as more sarcastic than others. The effect of emoji was revealed in slogans, slogans accompanied by emoji were evaluated more positively than those presented without emoji. We conclude that emoji can enhance the perception of a text with a positive content, but it cannot affect a text with a negative (sarcastic) content, when the text already has a negative content, emoji does not make it worse.

Keywords: emoji, reading comprehension, sarcasm perception, behavioral readiness.