2024-09-13 PDF
ლიზა ჩხარტიშვილი
მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენს იმის შესწავლის მცდელობა, თუ რა გავლენას ახდენს კოლექტიური ნარცისიზმი, სუბიექტური მარტოობის აღქმა და შფოთვა შეთქმულებების თეორიების ზოგადი რწმენის არსებობაზე. არსებულ თეორიებსა და მანამდე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ნავარაუდები იყო, რომ კოლექტიური ნარცისიზმი, ერთი მხრივ, დაკავშირებული იქნებოდა შეთქმულებების თეორიების რწმენასთან, მეორე მხრივ კი, ნეგატიურად მიემართებოდა მარტოობასა და მისგან გამოწვეულ შფოთვას. ამ ჰიპოთეზების შესამოწმებლად ჩატარდა გამოკითხვა თვითადმინისტრირებადი კითხვარის საშუალებით, რომელიც 316 რესპონდენტმა შეავსო. კითხვარში გამოყენებულ იქნა შეთქმულებების თეორიების ზოგადი რწმენის საზომი ინსტრუმენტი, რომელიც მსოფლიოში გავრცელებულ რამდენიმე ძირითად შეთქმულების თეორიას ეხება. შედეგებმა აჩვენა, რომ კოლექტიური ნარცისიზმი შეთქმულებების თეორიების მიმართ რწმენის საუკეთესო მაჩვენებელია, აღქმულ სუბიექტურ მარტოობასაც შეუძლია ამ რწმენის წინასწარმეტყველება, თუმცა ძალიან მცირე, თითქმის უმნიშვნელო წილით, ხოლო შფოთვა საერთოდ ვერ წინასწარმეტყველებდა რესპონდენტის შეთქმულებების თეორიების მიმართ რწმენას. ამასთან, შედეგებმა აჩვენა, რომ კოლექტიური ნარცისიზმი, თავის მხრივ, სუბიექტური მარტოობის დაძლევის ერთგვარ მექანიზმად გვევლინება. როგორც ჩანს, შეთქმულებების თეორიების რწმენის შესწავლისას მნიშვნელოვანია ადამიანებში აღქმული მარტოობის შეფასება და იმ ფაქტორებზე დაკვირვება, რომლებიც პოტენციურად სუბიექტურ მარტოობასთან გასამკლავებლად შეიძლება გამოიყენებოდეს.
საკვანძო სიტყვები: შეთქმულებების თეორიების ზოგადი რწმენა, აღქმული სუბიექტური მარტოობა, კოლექტიური ნარცისიზმი, შფოთვა, ეკლესიურობა.
The primary objective of this study is to investigate the impact of collective narcissism, subjective loneliness, and anxiety on the generic belief in conspiracy theories. Drawing upon existing theories and previous research, we formulated the hypothesis that collective narcissism would correlate with belief in conspiracy theories, and further posited that collective narcissism would inversely correlate with loneliness and loneliness-related anxiety. To assess these hypotheses, we conducted a self-administered questionnaire survey, which garnered responses from 316 participants. The questionnaire utilized a metric to gauge general belief in conspiracy theories, encompassing prominent conspiracy theories worldwide. The findings revealed that collective narcissism emerged as the most robust predictor of belief in conspiracy theories. Furthermore, subjective loneliness exhibited a predictive relationship with this belief, albeit with a marginal and nearly negligible impact. Conversely, anxiety did not demonstrate any significant predictive power concerning respondents' belief in conspiracy theories. Additionally, the results suggested that collective narcissism functions as a mechanism for mitigating subjective loneliness. In light of these findings, it is imperative to consider individuals' perceived loneliness when investigating belief in conspiracy theories. Moreover, the results underscore the importance of identifying factors that could potentially address subjective loneliness in the context of studying belief in conspiracy theories.
Keywords: generic belief in conspiracy theories, perceived subjective loneliness, collective
narcissism, anxiety, religion.