2024-09-13 PDF
ნინო კობალაძე ქეთევან შუკაკიძე
წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს, შეისწავლოს სიძულვილის ენის გამოყენების გავლენა ამომრჩევლის მიერ კანდიდატის არჩევაზე − ახდენს თუ არა იგი გავლენას პოტენციურ ამომრჩევლებზე და თუ ახდენს, ამომრჩევლის რომელ კატეგორიაზე. კვლევის ფარგლებში შემოწმებულ იქნა, თუ რა გავლენა აქვს ინდივიდის სქესს, ასაკსა და სოციალურ დომინანტურ ორიენტაციას სიძულვილის ენის მიმღებლობაზე. კვლევის მონაწილეთა რაოდენობა 120-ს შეადგენს. კვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ: (ა) რესპონდენტთა დამოკიდებულება სიძულვილის ენის გამოყენების მიმართ უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი; (ბ) სოციალური დომინანტური ორიენტაციის ზრდასთან ერთად იზრდება სიძულვილის ენის გამოყენებისადმი მიმღებლობა; (გ) სიძულვილის ენის გამოყენებისადმი კაცების და ქალების დამოკიდებულება არ განსხვავდება; (დ) ასაკოვანი ადამიანებისთვის სიძულვილის ენის შემცველი მიმართვა უფრო მისაღებია, ვიდრე მოზრდილი ადამიანებისთვის. წინამდებარე კვლევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ის ქართველი ამომრჩევლის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. მიღებული შედეგები შესაძლოა, გამოყენებულ იქნას როგორც პოლიტიკურ საქმიანობაში, ასევე სოციალური ცხოვრების სხვადახვა სფეროში.
საკვანძო სიტყვები: სიძულვილის ენა, გენდერული თანასწორობა, ინკლუზიურობის პოლიტიკა, სოციალური დომინანტური ორიენტაცია, პატრიარქატი.
The following research aims to examine the impact of hate speech on voters’ choice of candidates – does it affect potential voters and if so, on which category of them? The study checked the impact of individuals’ gender, age and social dominant orientation on acceptance of using hate speech. The total number of research participants was 120. The study shows, that: (a) respondents’ attitude towards using hate speech is more negative than positive; (b) with growing social dominant orientation (SDO) grows acceptance of using hate speech; (c) the attitude to using hate speech does not differ for men or women; (d) texts that contain hate speech is more acceptable for elders’ than adults. The following study is even more important considering that it gives us information about Georgian voters. Collected data can be used in political activities, as in other aspects of social life.
Keywords: hate speech, gender equality, politics of inclusion, social dominant orientation,
patriarchy.