2024-09-13 PDF
მარიამ გუგეშაშვილი
მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა განსხვავებულად უკავშირდება თუ არა ეგოიზმის სხვადასხვა სახე (ეგოცენტრული, ადაპტაციური, პათოლოგიური) ინტერპერსონალურ კომპეტენციებსა და ემოციურ ინტელექტს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 135-მა 19-დან 76 წლამდე ასაკის ადამიანმა, რომლებმაც შეავსეს თვითანგარიშის ტიპის სამი კითხვარი: ეგოიზმის საკვლევი კითხვარი (Raine & Uh, 2019), ემოციური კომპეტენციების საკვლევი ტესტი (Freudenthaler & Neubauer, 2005) და ინტერპერსონალური კომპეტენციების საკვლევი კითხვარი (Buhrmester et al‚ 1988). მონაცემთა დასამუშავებლად გამოვიყენეთ კორელაციური და რეგრესიული ანალიზი. მიღებული შედეგების მიხედვით, ეგოიზმის სამივე ფორმა უარყოფითად უკავშირდება ემოციურ ინტელექტს და, აგრეთვე, ინტერპერსონალური კომპეტენციებიდან: ემოციური მხარდაჭერისა და კონფლიქტის გამკლავების კომპონენტებს. გამოიკვეთა, რომ ეგოიზმის ტიპებიდან მხოლოდ ეგოცენტრული ეგოიზმი წარმოადგენს ემოციური ინტელექტის სანდო მაუწყებელს. რაც შეეხება ინტერპერსონალურ კომპეტენციებს, უკვე აღნიშნული ორი კომპონენტის გარდა, არცერთი მათგანის ეგოიზმთან კორელაცია არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, დაფიქსირდა სქესთა შორის განსხვავებები როგორც ეგოიზმის, ასევე ემოციური ინტელექტის მიხედვით.
საკვანძო სიტყვები: ეგოიზმი, ინტერპერსონალური კომპეტენციები, ემოციური ინტელექტი.
The purpose of this study is to determine whether different types of selfishness (egocentric, adaptive, pathological) are related differently to interpersonal competencies and emotional intelligence affects. 135 people between the ages of 19 and 76 participated in the study and filled out three selfreport questionnaires: The Selfishness Questionnaire (Raine & Uh, 2019), the Emotional Competence Research Test (Freudenthaler & Neubauer, 2005) and the Interpersonal Competence Questionnaire (Buhrmester et al, 1988). We used correlation and regression analysis to process the data. According to the obtained results, all three forms of egoism are negatively related to emotional intelligence and also, from interpersonal competencies: emotional support and conflict managing components. It was revealed that among the types of egoism, only egocentric egoism is a reliable predictor of emotional intelligence. As for interpersonal competencies, except for the two components already mentioned, none of them had a statistically significant correlation with egoism. In addition, gender differences were observed in both selfishness and emotional intelligence.
Keywords: selfishness, interpersonal competencies, emotional intelligence.