2023-09-04 PDF
ქეთევან ლორთქიფანიძე
ახდენს თუ არა გავლენას გამეორების ტიპი ხანმოკლე მეხსირებაში ინფორმაციის დამახსოვრებაზე? მოცემულ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 20-მა სტუდენტმა, შევეცადეთ, ხანმოკლე მეხსიერების ცნობის ტესტის დახმარებით შეგვემოწმებინა გამეორების ტიპის გავლენა ინფორმაციის დამახსოვრებაზე. დროითი ინტერვალის დაცვით მონაწილეები დავალებას ასრულებდნენ როგორც ხმამაღლა, ისე – ჩუმად და თითოეულ პირობაში პასუხს სცემდნენ კითხვაზე, იყო, თუ – არა ამოსაცნობი სტიმული დასამახსოვრებელ სიაში. ჰიპოთეზის თანახმად, თანხმოვნების ხმამაღლა გამეორების დავალებაში სწორი პასუხების რაოდენობა მეტი იქნებოდა ჩუმად გამეორებული თანხმოვნების დავალების სწორი პასუხების რაოდენობაზე. ჰიპოთეზის შესამოწმებლად გამოვიყენეთ დამოკიდებული შერჩევის t ტესტი. ანალიზმა აჩვენა, რომ გამეორების პირობებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამეორების ტიპი გავლენას ახდენს დამახსოვრებაზე.
საკვანძო სიტყვები: ხანმოკლე მეხსიერება, თანხმოვნების ხმამაღლა და ჩუმად გამეორება, შემანარჩუნებელი გამეორება.
Does the type of repetition affect the retention of information in short-term memory? In this study, we tried to check this with the help of a short-term memory recognition test, in which 20 students from the Faculty of Psychology participated. Timed participants performed the task both aloud and silently, and in each condition they answered the question of whether the recognizable stimulus was on the to-be-remembered list. According to the hypothesis, the number of correct answers in the task of repeating consonants aloud would be higher than the number of correct answers in the task of silently repeating consonants. We used the dependent sample t test to test the hypothesis. The analysis showed that there is a statistically significant difference between these conditions; therefore, we can say that the type of repetition affects memorization.
Keywords: short-term memory, loud and silent repetition of consonants, retention repetition.