2023-09-04 PDF
ნინო ანჩაბაძე
მოცემული კვლევა ეფუძნება ტერორის მართვის თეორიას, რომლის ფარგლებშიც იკვლევენ ეგზისტენციალური ფიქრების გავლენას ადამიანის ქცევებსა თუ მოტივაციაზე (Harvell and Nisbett, 2016). ჩვენი მიზანი იყო, დაგვედგინა სიკვდილის მიმართ შფოთვის კავშირი თვითშეფასებასა და მიჯაჭვულობას შორის რაოდენობრივი მეთოდოლოგიისა და კითხვარების გამოყენებით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 138- მა ადამიანმა, რომელთა ასაკი ვარირებდა 18-35 წლამდე. მათ ონლაინ გაეგზავნათ სიკვდილის მიმართ შფოთვის, თვითშეფასებისა და ზრდასრულთა მიჯაჭვულობის კითხვარები. ჰიპოთეზა, რომ არაუსაფრთხო მიჯაჭვულობა დადებით კავშირშია სიკვდილის მიმართ შფოთვასთან, დადასტურდა. სტატისტიკური ანალიზის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ თვითშეფასება დადებით კორელაციაშია სიკვდილის მიმართ შფოთვასთან. თვითშეფასებას აღმოაჩნდა პრედიქტორული ღირებულება სიკვდილის შფოთვის მიმართ (β=.23, p<.05). სიკვდილის მიმართ შფოთვის დადებითი კავშირი თვითშეფასებასთან შესაძლოა, აიხსნას კოლექტივისტური კულტურის კავშირით საკუთარი თავის შეფასებასთან, ხოლო არაუსაფრთხო მიჯაჭვულობასთან – სხვების მიერ ინდივიდის მსოფლმხედველობის მხარდაჭერის დეფიციტით.
საკვანძო სიტყვები: სიკვდილის მიმართ შფოთვა, თვითშეფასება, მიჯაჭვულობა, ტერორის მართვის თეორია
This study is based on terror management theory, which examines the influence of existential thoughts on human behavior and motivation (Harvell and Nisbett, 2016). Our goal was to determine the relationship that death anxiety has with self-esteem, and attachment with the quantitative methodology and with the help of questionnaires. 138 people, whose age ranged from 18 to 35 years, took part in the research. They were sent online questionnaires of Death Anxiety, Self-esteem, and Adult attachment. The hypothesis that insecure attachment is positively related to death anxiety was confirmed. Statistical analysis also revealed that self-esteem is positively correlated with death anxiety. Self-esteem was found to have predictive value for death anxiety (β=.23, p<.05). The positive relationship of death anxiety with self-esteem may be explained by the connection of collectivistic culture with how individual evaluates themselves, and with insecure attachment – with the lack of support of the individual's worldview by others.
Keywords: Death anxiety, selfesteem, attachment, Terror Management theory