2023-09-04 PDF
ანა ხუზმიაშვილი
მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენს ქვეზღურბლოვანი (ცნობიერებისათვის მიუწვდომელი) შეტყობინებების გავლენის შესწავლა თვითშეფასებაზე. კერძოდ, ვივარაუდეთ, რომ ორი კვირის განმავლობაში თვითშეფასებასთან პოზიტიურად დაკავშირებული ქვეზღურბლოვანი შეტყობინებების რეგულარულად მოსმენა გაზრდიდა მონაწილეთა თვითშეფასებას. აუდიომასალის შესაქმნელად დამუშავდა როზენბერგის სკალის დებულებები (რევერსიულ დებულებებს მიენიჭა საპირისპირო მნიშვნელობა) და ზემოდან დაედო ხმაური (წვიმის ხმა) ისე, რომ შეტყობინებების გაგება შეუძლებელი იყო მონაწილეთათვის. კვლევაში მონაწილეობდა 30 ცდისპირი; გამოყენებულ იქნა ჯგუფთაშორისი დიზაინი, ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებში შემთხვევითად გადანაწილებულ ცდისპირთა ნაწილს (15 მონაწილეს) წარედგინა ქვეზღურბლოვანი სტიმულები, ნაწილს კი – მხოლოდ წვიმის ხმაური. თვითშეფასების პრე და პოსტტესტის შედეგების გასაზომად გამოყენებულ იქნა როზენბერგის სკალა. ორ პირობაში მოხვედრილ ცდისპირთა თვითშეფასების ცვლილებაში არ აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა, შესაბამისად, კვლევის ჰიპოთეზა არ დადასტურდა. შედეგებმა კიდევ ერთხელ წამოჭრა ინფორმაციის იმპლიციტურად გადამუშავების კვლევისათვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი: არ არსებობს განსაზღვრული, ოპტიმალური მეთოდი შეტყობინებების დამზადებისა; არ არსებობს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მსგავს კვლევებში ინტერვენცია; აგრეთვე, დგება საკითხი იმის შესახებ, რომ, აღქმის პროცესების არაცნობიერ დონეზე მიმდინარეობის მიუხედავად, ის მაინც ვერ იწვევს ცვლილებებს პიროვნულ ცვლადებში. ამრიგად, მიუხედავად თვითდახმარების ჩანაწერების მზარდი აქტუალობისა ონლაინ სივრცეში, ამ ეტაპზე არ დასტურდება მათი ვალიდურობა.
საკვანძო სიტყვები: ქვეზღურბლოვანი შეტყობინებები, თვითშეფასება, ინფორმაციის იმპლიციტური გადამუშავება, თვითდახმარების ჩანაწერები.
The objective of this study is to examine the influence of subliminal (not accessible to consciousness) messages on self-esteem. Specifically, we hypothesized that consistent exposure to subliminal messages (that were positively related to self-esteem) for two weeks would lead to a rise in participants' self-esteem levels. To create the audio material, the statements of the Rosenberg scale were processed (reversed statements were given the opposite meaning) and overlayed by noise (the sound of rain) to make the messages inaudible. 30 subjects participated in the study; A between-groups design was used, where part of the subjects (15 participants) randomly divided into experimental and control groups were presented with subthreshold stimuli, and part only with rain noise. The Rosenberg scale was used to measure the pre- and post-test results of self-esteem. There was no statistically significant difference in the change of self-esteem of the test subjects in the two conditions, and the research hypothesis was not confirmed. The results once again raised several crucial concerns important to research on implicit information processing: there is no definite, optimal method of producing messages; There is no agreement on how long the intervention should last in such studies; Additionally, there is a possibility that, despite the occurrence of perceptual processes at the unconscious level, it’s still not strong enough to cause changes in personal variables. Thus, despite the increasing popularity of self-help audiotapes in the online space, their validity remains unproven at this moment.
Keywords: Subliminal messages, Self-esteem, Implicit information processing, Self-help
audiotapes.