2023-09-04 PDF
ქეთევან შუკაკიძე
წინამდებარე კვლევის მიზანი გახლდათ ზეიგარნიკის ეფექტის შემოწმება მათემატიკურ ამოცანებთან მიმართებით. ზეიგარნიკის ეფექტი მეხსიერების ფენომენია, რომლის მიხედვითაც შეწყვეტილი მოქმედების დამახსოვრება უფრო მარტივია, ვიდრე − შეუწყვეტელი მოქმედებისა. კვლევისას გამოვიყენეთ ექსპერიმენტული მეთოდი. ექსპერიმენტი ჩატარდა ცდისპირთა ერთ ჯგუფზე შიდა სქემის გამოყენებით. ამ ექსპერიმენტში დამოუკიდებელი ცვლადი გახლდათ ექსპერიმენტატორის მიერ ცდისპირის შეჩერება/შეუჩერებლობა, ხოლო დამოკიდებული ცვლადი − დამახსოვრებული ამოცანების რაოდენობა. ცდისპირები გახლდნენ 15-დან 20 წლამდე ინდივიდები, რომლებიც ექსპერიმენტის ჩატარების დროს ქალაქ თბილისში იმყოფებოდნენ. ექსპერიმენტში გამოყენებულია 25 ცდისპირის მონაცემი. მონაწილეებს წარედგინებოდათ 10 ამოცანა, რომელთაგან ნახევრის ამოსახსნელად დრო ჰყოფნიდათ, მეორე ნახევრის შემთხვევაში კი მათ ექსპერიმენტატორი აჩერებდა. ცდისპირებს ევალებოდათ, წარდგენილი 10 ამოცანის პირობიდან გაეხსენებინათ და დაეწერათ, რაც შეიძლებოდა, მეტი პირობა. საბოლოოდ, ამოცანის ამოხსნისას გაჩერების შემთხვევაში დამახსოვრებული პირობების საშუალო მაჩვენებელი ამოცანის ამოხსნისას გაუჩერებლობის შემთხვევაში დამახსოვრებული პირობების საშუალო მაჩვენებელზე მეტი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჰიპოთეზა (ცდისპირების მიერ იმ გახსენებული ამოცანების რაოდენობა მეტი იქნება, რომელთა ამოხსნასაც ვერ მოასწრებენ, ვიდრე იმ გახსენებული ამოცანების რაოდენობა, რომელთა ამოხსნასაც მოასწრებენ) დადასტურდა. კვლევის შედეგების პრაქტიკული გამოყენება შესაძლებელია განათლებისა და მარკეტინგის სფეროში.
საკვანძო სიტყვები: ზეიგარნიკის ეფექტი, მეხსიერება, დასრულებული დავალება, დაუსრულებელი დავალება, დამახსოვრება, განწყობა.
The aim of the present study was to test the Zeigarnik effect on mathematical problems. The Zeigarnik effect is a memory phenomenon whereby remembering an interrupted action is easier than remembering an uninterrupted action. The experimental method was used in the research. The experiment was conducted on one group of subjects, using a within-subjects scheme. In this experiment, the independent variable was whether or not the subject was stopped by the experimenter. The dependent variable was the number of memorized tasks. Subjects were individuals aged 15 to 20 who were in the city of Tbilisi during the experiment. The data from 25 subjects were used in the experiment. Subjects were presented with 10 tasks, half of which they had time to solve, and in the case of the other half, the experimenter stopped them. Subjects were required to open and write as many conditions as possible from the 10 presented task conditions. Finally, the average rate of memorized conditions in case of stopping while solving the task was higher than the average rate of memorized conditions in case of not stopping while solving the task. Accordingly, the hypothesis was confirmed. The results of the research can be applied practically in the field of education and marketing.
Keywords: Zeigarnik effect, memory, completed task, uncompleted task, memorization,
set