Loading...

სტატია

სიკვდილის მიმართ დამოკიდებულებები, იუმორის სტილები და სუბიექტური ბედნიერება

2023-09-04 PDF

ანანო ბუზალაძე

აბსტრაქტი  

მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენს მიმართებების დადგენა სიკვდილის მიმართ დამოკიდებულებების ტიპებს, იუმორის სტილებსა და სუბიექტურ ბედნიერებას შორის. ასევე, შევეცდებით, დავადგინოთ, წინასწარმეტყველებს თუ − არა იუმორის პოზიტიური სტილები ადამიანის ბედნიერების ხარისხს. კვლევის ფარგლებში მოცემული კითხვარი შეავსო 305-მა მონაწილემ, რომელთა ასაკიც მერყეობდა 18-დან 35 წლამდე. მონაცემთა ანალიზის შედეგად გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგები, კერძოდ, სიკვდილის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება − ნეიტრალური მიმღებლობა, დადებითადაა დაკავშირებული იუმორის პოზიტიურ სტილებთან და სუბიექტურ ბედნიერებასთან. გაქცევის მიმღებლობა პოზიტიურადაა დაკავშირებული თვითგამანადგურებელ იუმორის სტილთან, მაგრამ უარყოფითი კავშირი აქვს აფილაციურ იუმორთან. სიკვდილის მიმართ შიში დადებით კორელაციას ავლენს როგორც თვითგამანადგურებელ, ასევე თვითგამაძლიერებელ იუმორთან. სიკვდილის თავიდან არიდება პოზიტიურ კავშირს ქმნის თვითგამაძლიერებელ იუმორთან და უარყოფითს − აგრესიულთან. უარყოფითი კორელაცია აღმოჩნდა თვითგამანადგურებელ იუმორის სტილსა და ბედნიერებას შორის. სიკვდილის მიმართ ნეიტრალური მიმღებლობა და სიკვდილის მოახლოების მიმღებლობა პოზიტიურადაა დაკავშირებული სუბიექტურ ბედნიერებასთან, ხოლო გაქცევის მიმღებლობა კი − უარყოფითად. ასევე, აღმოჩნდა, რომ სიკვდილის თავიდან არიდება დადებითად უკავშირდება სუბიექტურ ბედნიერებას. რეგრესიული ანალიზის მეშვეობით გამოვლინდა, რომ იუმორის პოზიტიური სტილები მნიშვნელოვნად წინასწარმეტყველებენ სუბიექტურ ბედნიერებას.

საკვანძო სიტყვები: სიკვდილის მიმართ დამოკიდებულებები, იუმორის სტილები, სუბიექტური ბედნიერება  



Abstract

 

The purpose of this study is to determine the relationships between types of attitudes toward death, humor styles and subjective happiness. Also, whether positive humor styles predict a person’s happiness level. Within the framework of the research, this questionnaire was filled out by 305 participants, whose age ranged from 18 to 35 years. As a result of data analysis, statistically significant results were revealed, in particular, positive attitude towards death – neutral acceptance is positively related to positive humor styles and subjective happiness. Escape acceptance is positively related to self-defeating humor style but negatively related to affiliative humor. Fear of death is positively correlated with self-defeating and self-enhancing humor. Death avoidance is positively related with self-enhancing humor and negatively associated with aggressive humor. A negative correlation was found between self-defeating humor style and happiness. Neutral acceptance of death and approach acceptance are positively related with subjective happiness, whereas escape acceptance in negatively related. Regression analysis revealed that positive humor styles significantly predict subjective happiness.

Keywords: Happiness, Humor styles, Attitudes toward death