2022-09-03 PDF
ქეთევან ქორეულაშვილი
„მომხმარებლისა და მარკეტერის ინტელექტი, თავისი არსით, პრაქტიკულია. იგი მომდინარეობს გარე სამყაროსთან ადაპტაციის, შერჩევისა და ფორმირებიდან. ჩვენ მიმოვიხილავთ კვლევებს, რომლებიც მარკეტერებისა და მომხმარებლების გარემოსთან ინტელექტუალური ურთიერთობის სტრატეგიებს ეხება. ადაპტაციის საილუსტრაციოდ, მივუთითებთ მარკეტინგული კომუნიკაციის უფრო დახვეწილ ადაპტაციაზე, რისი საშუალებაც მომხმარებელთა მიერ ინტერნეტში დატოვებული ინფორმაციის დიდმა რაოდენობამ მოგვცა. შერჩევის საილუსტრაციოდ, ვახსენებთ კვლევას, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებელთან ურთიერთობის მართვასთან: „დიდმა მონაცემებმა“ მარკეტერებს საშუალება მისცა, მომხმარებლის შერჩევა უფრო ინფორმირებულად და, შესაბამისად, უფრო ინტელექტუალურად განახორციელონ. ფორმირების საილუსტრაციოდ, აღვწერთ კვლევას, რომელიც შეეხება მომხმარებელთა ონლაინ მიმოხილვებს და იმ მკვეთრ ცვლილებას, რომელიც მან საცალო ვაჭრობის გარემოში, განაპირობა. ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ადაპტაცია, ფორმირებისა და შერჩევის ინტელექტი მნიშვნელოვან დაუყოვნებელი შედეგების მიღების საშუალებას იძლევა, გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად საჭიროა სიბრძნე. მარკეტერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი შედეგი ბრენდის კაპიტალია, ხოლო მომხმარებლებისთვის − ფსიქოლოგიური კეთილდღეობა“.
საკვანძო სიტყვები: პრაქტიკული ინტელექტი, მარკეტერი, მომხმარებელი, ადაპტაცია, ფორმირება, შერჩევა, სიბრძნე.
“Consumer and marketer intelligence is, in its essence, practical. It is derived from adapting to, selecting, and shaping external environments. We review research relating to marketers’ and consumers’ strategies for interacting, intelligently, with their environments. On adapting, illustratively we point to a trend toward more fine-tuned adaptations in marketing communication, enabled by the large amount of information consumers are leaving online. On selection, illustratively we report research relating to customer relationship management: “big data” has enabled more informed, consequently more intelligent, customer selection by marketers. On shaping, illustratively we describe research relating to online customer reviews and the sea change it has had on the retail environment. Taking perspective, we opine that while adapting, shaping, and selection intelligence enable important, immediate outcomes, wisdom is needed, in addition, to achieve longer-term outcomes. A quintessential longer-term outcome for marketers is brand equity and for consumers is psychological well-being“.
Keywords:
practical intelligence, marketer, consumer, adapting, shaping, selecting,
wisdom.