2022-09-03 PDF
რუსუდან სოფრომაძე
წინამდებარე კვლევის მიზანია, აჩვენოს, რა მნიშვნელობა აქვს მოცარტის ეფექტს, კერძოდ, მოცარტის მუსიკის მოსმენას, სტრუპის დავალების შესრულებაზე. კონკრეტულად, ექსპერიმენტი ჩატარდა შემდეგის დასადგენად: ჯგუფს, რომელმაც მოუსმინა მოცარტის მუსიკას, ექნებოდა თუ − არა დავალების შესრულების უკეთესი შედეგები, ვიდრე მათ, ვისაც არ მოუსმენია მოცარტის მუსიკა. მონაწილეებს ევალებოდათ, შეესრულებინათ სტრუპის დავალება, ექსპერიმენტის დაწყებისას ეკრანზე ჩნდებოდა სხვადასხვა ფერით დაწერილი სიტყვები, მონაწილეებს კი უნდა განესაზღვრათ სიტყვების ფერი და დაეჭირათ კლავიატურის შასაბამის ღილაკზე. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ექსპერიმენტის მიხედვით არ დადასტურდა ჰიპოთეზები: 1) მოცარტის მუსიკის მოსმენა ზრდის სწორი პასუხების რაოდენობას სტრუპის ექსპერიმენტში, 2) მოცარტის მუსიკის მოსმენა ამცირებს სტრუპის დავალების შესასრულებლად საჭირო რეაქციის დროს. მიღებული შედეგები შეიძლება აიხსნას მეთოდოლოგიური ხარვეზებით, ცდისპირების არათანაბარ პირობებში ყოფნით, განსხვავებული მოტივაციით, ინტელექტის მაჩვენებლით, შფოთვის დონით, დაღლილობითა და სხვა ფაქტორებით. ამასთანავე შედეგები შეიძლება განპირობებული იყოს ცდისპირების მცირე რაოდენობით, გუნება-განწყობილებისა და მოცარტის მინორული მუსიკის ურთიერთქმედებით, მონაწილეების ასაკით, რადგან, რაც უფრო მცირეა ასაკი, მით უფრო მეტად ზემოქმედებს მოცარტის მუსიკა.
საკვანძო სიტყვები: მოცარტის ეფექტი, სტრუპის დავალება, რეაქციის დრო, სწორი პასუხების რაოდენობა, კოგნიტური უნარები.
The aim of this study is to determine how Mozart's effect (listening to Mozart's music) influences on Stroop task performance. The experiment was conducted to find out the following: whether a group that listened to Mozart's music would have better results in completing the Stroop task than those who did not listen to Mozart's music. Participants were asked to complete the Stroop task. At the beginning of the experiment, words written in different colors appeared on the screen. Participants had to define the colors of the words and hold down the keyboard on the first letter of the color-matching word. Contrary to expectations, the experiment did not support the hypotheses: 1) Listening to Mozart's music increases the number of correct answers in the Stroop task. 2) Listening to Mozart's music reduces the reaction time that required to perform the Stroop task. Obtained results can be explained by methodological shortcomings, the unequal conditions of the participants, the different motivations of the participants, the different IQ levels of the participants the different levels of anxiety and fatigue…. In addition, the results can be determined by the small number of experiment participants, the interaction of mood of the participants and Mozart’s minor music and the age of participants( listening to Mozart’s music is more affecting at an early age ).
Keywords:
Mozart effect, Stroop task, reaction time, number of correct answers,
cognitive skills