Loading...

სტატია

ქართველი ახალგაზრდების ზრდასრულობაში ტრანზიცია

2022-09-03 PDF

ეკატერინე ჯიქიძე

აბსტრაქტი  

ზრდასრულობაში ტრანზიცია ესაა ადამიანის განვითარების პერიოდი, ფაზა, როდესაც ახალგაზრდა ინდივიდებს უწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ცხოვრების შესახებ, არჩევნის გაკეთება სხვადასხვა მიმართულებით, რომლის შემდეგაც ისინი გადაინაცვლებენ ზრდასრულთა სამყაროში. ზრდასრულობაში ტრანზიციის შესწავლამ განსაკუთრებული მნიშვნელობა გლობალიზებულ და სწრაფად ცვალებად სამყაროში შეიძინა − სწრაფი სოციალური ცვლილებების ფონზე ზრდასრულობის მისაღწევად საჭირო ამოცანები მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის, ზრდასრულობაში ტრანზიცია გახანგრძლივებული პერიოდი ხდება, იდენტობის ფორმირება კი გამოწვევას წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით პრობლემურია არადასავლურ კულტურებში, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი თავის გამორკვევა ადგილობრივ და გლობალურ ინფომაციულ ნაკადებში უწევთ. მოცემული კვლევა მიზნად ისახავდა ქართველი ახალგაზრდების ზრდასრულობაში ტრანზიციის შესწავლას, კერძოდ, იმის კვლევას, თუ რა მიიჩნევა ზრდასრულობაში გადასვლის ამოცანებად, როგორი გამოცდილებით, რა თავისებურებებით ხასიათდება ადამიანის განვითარების ეს გარდამავალი პერიოდი მოცემულ სოციო-კულტურულ კონტექსტში. მონაცემები შეგროვდა 11 რესპონდენტისგან სიღრმისეული ინტერვიუს საშუალებით და დამუშავდა თემატური ანალიზით. მიღებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ ქართველი ახალგაზრდების ზრდასრულობაში ტრანზიციის მახასიათებლების აღწერა სწრაფად ცვალებად, გლობალიზებულ გარემოში.

საკვანძო სიტყვები: ზრდასრულობაში ტრანზიცია, გარდამავალი ზრდასრულობა, ქართველი ახალგაზრდები, იდენტობა, გლობალიზაცია.  



Abstract

 

Transition to adulthood is a period of human development, a phase when individuals have to make important decisions about their lives, make choices about different subjects, and make transition into the adult world. The study of transition to adulthood in acquired special significance in a globalized and rapidly changing world — due to fast social changes, tasks that are crucial to reach adulthood are changing as well, transition to adulthood becomes a prolonged period and forming an identity becomes a challenge. It is especially problematic for non-western cultures where young people have to find themselves in local and global information flows. The aim of this research was to study the transition of Georgian youth to adulthood, in particular to study what are considered as the tasks of transition to adulthood, what are the experiences and characteristics of this transitional period of human development in the given socio-cultural context. Data were collected through in-depth interviews with 11 respondents and processed through thematic analysis. The obtained data allow us to see the characteristics of the transition to adulhood among Georgian youth in a rapidly changing, globalized environment.

Keywords: transition to adulthood, emerging adulthood, Georgian youth, identity, globalization.