Loading...

სტატია

ობიექტურ-სუბიექტური გარემო ფაქტორების როლი ადამიანის ქცევაში

2022-09-03 PDF

ნინო ქიტოშვილი

აბსტრაქტი  

სოციალიზაციის პროცესში ადამიანი ითვისებს იმ საზოგადოებისთვის მისაღები ქცევის წესებს, რომელშიც ყალიბდება მისი პიროვნება. გარემოს ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის ქცევაზე გავლენისუნარიან ობიექტურ და სუბიექტურ გარემო ფაქტორებს და ინტერესდება იმ ფსიქო-სოციალური საწყისებით, რომლებიც ადამიანის ქცევას ედება საფუძვლად. არსებული ობიექტური და სუბიექტური გარემოს კომბინაცია აფორმირებს ადამიანის გენდერულ იდენტობას, შეაქვს წვლილი დევიაციური ქცევის განხორციელების ალბათობაში და მნიშვნელოვნად განაპირობებს მის ბიო-ფსიქო-სოციალურ კეთილდღეობას. ადამიანის ქცევაში ობიექტური და სუბიექტური გარემოს წვლილის შესწავლა გვეხმარება შესაცვლელი ქცევის იდენტიფიცირებასა და, გარემოს ცვლილების შედეგად, სასურველი ქცევის ფორმირებაში. სამაგიდო კვლევის ფარგლებში გვსურდა ბავშვის კეთილდღეობის, გენდერული და დანაშაულებრივი ქცევა/მდგომარეობის შესაბამისი სუბიექტურ-ობიექტური გარემოს იდენტიფიცირება. განვიხილეთ რელევანტური მეცნიერული ლიტერატურა და ადამიანის ქცევაში ობიექტურ-სუბიექტური გარემო ფაქტორების გამოკვეთილი მრავალფეროვნების გათვალისწინებით დავგეგმეთ სამომავლო, მეტად სიღრმისეული კვლევები, კონკრეტული მიმართულებების მიხედვით.

საკვანძო სიტყვები: გარემო, გენდერული ქცევა, დანაშაული, ბავშვთა კეთილდღეობა.  



Abstract

 

In the process of socialization, a person assimilates the rules of behavior acceptable to the society in which his personality is formed. Environmental psychology studies the objective and subjective environmental factors that influence human behavior and is interested in the psycho-social principles that underlie human behavior. The combination of the existing objective and subjective environment shapes a person's gender identity, increases the likelihood of deviant behavior, and plays significantly role in his or her bio-psycho-social well-being. The study of the contribution of objective and subjective environments in human behavior helps us to identify changeable behaviors and to form it, as a result of environmental change. In the desk research we wanted to identify the subjective-objective environment relevant to the child's well-being, gender and criminal behavior / condition. We have reviewed the relevant scientific literature and, in view of the pronounced diversity of objective-subjective environmental factors in human behavior, have planned future more in-depth studies, according to specific directions.

Keywords: environment, gender behavior, crime, child welfare.