Loading...

სტატია

კოგნიტური მოქნილობის კავშირი მუშა მეხსიერებასთან

2021-07-01 PDF

ხატია ვაჭარაძე

აბსტრაქტი  

თანამედროვე ნეირომეცნიერების ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს კოგნიტური მოქნილობა, რომელიც აღმასრულებელ ფუნქციათა კატეგორიაში შედის. ის მოიცავს კოგნიტურ გადანაცვლებასა (cognitive shifting) და განწყობის გადანაცვლებას (set shifting). ცნობიერად ყურადღების მიმართვას ერთი დავალებიდან მეორეზე ეწოდება კოგნიტური გადანაცვლება (ყურადღების გადანაცვლება), ხოლო არაცნობიერ გადართვას - განწყობის გადანაცვლება. კვლევის მიზანია კოგნიტური მოქნილობის კომპონენტებსა და მუშა მეხსიერების კომპონენტებს შორის კავშირის თავისებურებების გამოვლენა. მთავარი ამოცანებია: 1. კავშირის დადგენა კოგნიტური მოქნილობისა (კოგნიტური გადანცვლება, განწყობის გადანაცვლება, იმპულსის კონტროლი − ინჰიბიცია, გადამუშავების სისწრაფე) და მუშა მეხსიერების (ფონოლოგოური ყულფი და ვიზუალურ-სივრცითი მატრიცა) კომპონენტებს შორის. 2. მუშა მეხსიერების კომპონენტების, როგორც განწყობის გადანაცვლებისა და კოგნიტური გადანაცვლების პრედიქტორების ანალიზი. 3. კოგნიტური გადანაცვლების, განწყობის გადანაცვლებისა და მუშა მეხსიერების მაჩვენებლების სქესთაშორისი განსხვავების ანალიზი. საკვლევ ჯგუფს წარმოადგენენ „ახალგაზრდა მოზრდილები“ 20-დან 29 წლამდე. კვლევაში გამოყენებული საზომი ინსტრუმენტები მთლიანად არის მორგებული ქართულ პოპულაციაზე ან საერთაშორისო გამოყენებისაა. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მტკიცე წრფივი კავშირი კოგნიტური მოქნილობის ზოგიერთ კომპონენტსა და მუშა მეხსიერებას შორის. კოგნიტური მოქნილობის დამოუკიდებელ პრედიქტორად შეგვიძლია განვიხილოთ მუშა მეხსიერების ერთ-ერთი კომპონენტი ვიზუალურსივრცითი მატრიცა, ხოლო მუშა მეხსიერების პრედიქტორებად გამოვლინდა - არაპერსევერაციული შეცდომების, განწყობის გადანაცვლებისა და კოგნიტური გადანაცვლების მაჩვენებლები. შესწორებული R 2 მონაცემები გვეუბნება, რომ ჩვენი რეგრესიის მოდელით შეიძლება აიხსნას დამოკიდებული ცვლადების: განწყობის გადანაცვლების ვარიაციის 58%-ზე მეტი (დამოუკიდებელი ცვლადი ვიზულურსივრცითი მატრიცა), კოგნიტური გადანაცვლების ვარიაციის 31%-ზე მეტი (დამოუკიდებელი ცვლადი ვიზუალურ-სივრცითი მატრიცა), ფონოლოგიური ყულფის ვარიაციის 36%-46%-ზე მეტი (დამოუკიდებელი ცვლადები: არაპერსევერაციული შეცდომების მაჩვენებელი, კოგნიტური გადანაცვლების მაჩვენებელი), ვიზუალურსივრცითი მატრიცის ვარიაციის 58%-ზე მეტი (დამოუკიდებელი ცვლადი განწყობის გადანაცვლება).

საკვანძო სიტყვები: კოგნიტური მოქნილობა, მუშა მეხსიერება, კოგნიტური გადანაცვლება (ყურადღების გადანაცვლება), განწყობის გადანაცვლება, იმპულსის კონტროლი − ინჰიბიცია, გადამუშავების სისწრაფე 



Abstract

 

In One of the most controversial issues of modern neuroscience is cognitive flexibility. It is considered to be in the category of executive functions. It consists of cognitive shifting and set shifting. Cognitive shifting (in other words attention shifting) is the conscious process of paying attention to one task, whereas the unconscious process is called set shifting (in other words task switching). The main goal of this research is to show the characteristics of association between the components of cognitive flexibility and working memory. The main aims of their search are: 1. Finding the association between the components of cognitive flexibility (cognitive shifting, set shifting, impulse control-inhibition, processing speed) and working memory (phonological loop and visual-spatial sketchpad). 2. The analysis of predictors related to working memory and cognitive shifting and set shifting. 3. The analysis of sex differences among main variables: cognitive shifting, set shifting and working memory.The objects of the research are young adults of 20-29 age. The material-technical side of the research was either fully adopted to Georgian population or had been internationally used. Correlation between some components of cognitive flexibility and working memory was approved. Working memory factor visual -spatial sketchpad (β,-1.483; P=0.00) was independent factor associated with cognitive flexibility. Adjusted R squared value indicates that nearly 58% of variability of set shifting could be explained by visual-spatial sketchpad, nearly 31% of variability of cognitive shifting could be explained by visual-spatial sketchpad, nearly 36% and 46% of variability of phonological loop could be explained by non-perseverative error and cognitive shifting, nearly 58% of variability of visual-spatial sketchpad could be explained by set shifting.

Keywords: Cognitive Flexibility, Working Memory, Cognitive Shifting (attention switching), set shifting, impulse control – inhibition, processing speed.