Loading...

სტატია

ადრეული წიგნიერების გავლენა კითხვის ათვისებაზე

2021-07-01 PDF

ელენე გოცირიძე

აბსტრაქტი  

წინამდებარე კვლევის მიზანია, აჩვენოს, თუ რა მნიშვნელობა აქვს სკოლამდელი ასაკში წიგნიერებასთან დაკავშირებულ აქტივობას, კერძოდ, მშობელთან ერთად წიგნის კითხვას, კითხვის ათვისების პროცესში. კვლევაში მონაწილეობდა დაწყებითი კლასის (პირველიდან მეოთხე კლასამდე) 452 მოსწავლე. გავზომეთ მათ მიერ სიტყვების წაკითხვისა და მოთხრობიდან აზრის გამოტანის უნარი. ვვარაუდობდით, რომ ბავშვები, ვისაც სკოლამდელ ასაკში მშობელთან ერთად კითხვის გამოცდილება ჰქონდა, უფრო მეტ სიტყვას წაიკითხავდნენ და უკეთესი შედეგები ექნებოდათ ტექსტის გააზრებაში. აღმოჩნდა, რომ პირველ კლასში უფრო მეტი სიტყვა მოქნილად იმ ბავშვებმა წაიკითხეს, რომლებსაც სკოლამდელ ასაკში არ ჰქონია მშობელთან ერთად კითხვის გამოცდილება, ხოლო მეორე კლასში - ამ ბავშვებმა უფრო მაღალი ქულები მიიღეს ტექსტის ძირითადი აზრის წვდომაში. ამასთან ერთად, მეორე კლასში ბავშვებმა, რომლებიც დღეში საშუალოდ ერთ საათზე ნაკლებ დროს ატარებდნენ მშობელთან ერთად კითხვაში, უფრო მეტი სიტყვა წაიკითხეს მოქნილად, ვიდრე ბავშვებმა, რომლებიც ერთ საათზე მეტს ატარებდნენ იგივე აქტივობებში. კვლევაში შემოთავაზებულია მიღებული შედეგების რამდენიმე შესაძლო ახსნა.

საკვანძო სიტყვები: ადრეული წიგნიერება, კითხვის ათვისება, ბავშვთან ერთად კითხვა.  



Abstract

 

The aim of this study was to determine how literacy activities (shared reading with the parent) in the preschool age influences the process of reading acquisition. The participants were 452 elementary school pupils (first to fourth grades). We measured their ability to read words of different difficulty and comprehend the plot of a short story. Our hypothesis was that the children who had experienced shared reading with the parent in the preschool age, would read more words and have higher scores in the text comprehension task than the children who didn’t have such experience. We have found that the first-grade children, who didn’t have the experience in shared reading, read more words fluently than the children of the same age who did have such experience. The children in the second grade without shared reading experience scored higher in the text comprehension task. Moreover, children in the second grade, whose parents read to them for less than an hour per day read more words fluently than the children of the same age, whose parents read to them for more than an hour per day. There were no significant differences in third and fourth grades. The effect of socio-economic status of the family was also insignificant. We offer a few possible explanations for such results.

Keywords: early literacy, reading acquisition, shared reading