2021-07-01 PDF
ნინო წულაია
სამართლიანი ორგანიზაციული გარემო ორგანიზაციის წევრებზე მრავალმხრივ გავლენას ახდენს, განსაკუთრებით, თანამშრომლის ორგანიზაციულ დამოკიდებულებასა და ქცევებზე. სტატიაში ასახულია ორგანიზაციულ სამართლიანობას, თანამშრომლის ზოგად ბედნიერებასა და ზოგად აფექტურ კეთილდღეობას შორის ურთიერთმიმართების კვლევის შედეგები. კვლევის მიზანი თანამშრომლის ემოციებზე ორგანიზაციული სამართლიანობის გავლენის შესწავლა და ამ ცვლადებს შორის ინტერაქციის შეფასება იყო. მთავარი საკვლევი კონსტრუქტი ორგანიზაციული სამართლიანობაა, ის განისაზღვრება, როგორც თანამშრომლების აღქმა ორგანიზაციაში სამართლიანი გარემოს არსებობა-არარსებობის შესახებ. ლიტერატურაში გვხვდება ორგანიზაციული სამართლიანობის ორ, სამ და ოთხგანზომილებიანი თეორიები, რომლებიც კონსტრუქტის განსხვავებულ სტრუქტურას გვთავაზობს. ჩვენი კვლევის ფარგლებში ფაქტორული ანალიზით სამართლიანობის ორგანზომილებიანი კონფიგურაცია მივიღეთ, კერძოდ: (1) დისტრიბუციული სამართლიანობა და (2) პროცედურულ-ინტერაქციული სამართლიანობა (კომბინირებული ცვლადი). კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ორგანიზაციული სამართლიანობა პოზიტიურად მოქმედებს თანამშრომლების სამუშაოსთან დაკავშირებულ აფექტურ კეთილდღეობაზე, ამასთან, ამცირებს სამუშაოსთან დაკავშირებულ ნეგატიურ ემოციებს (ბრაზი, წყენა, მობეზრება, დეპრესია და სხვ.). აღქმული ორგანიზაციული სამართლიანობის მაღალი დონე ზრდის თანამშრომლის სამუშაოსთან დაკავშირებულ პოზიტიურ აფექტს, ის კი, თავის მხრივ, აუმჯობესებს თანამშრომლის ზოგადი ბედნიერების ხარისხს (მედიაციური ანალიზი). რაც შეეხება სამართლიანობის განზომილებებს, წრფივი რეგრესიული ანალიზი გვიჩვენებს, რომ დისტრიბუციული სამართლიანობა თანამშრომლის სამუშაოსთან დაკავშირებული აფექტური კეთილდღეობის უფრო ძლიერი პრედიქტორია, ვიდრე პროცედურულ-ინტერაქციული სამართლიანობის კომბინირებული ცვლადი. დისტრიბუციული სამართლიანობა დადებითად აისახება თანამშრომლის სამუშაოსთან დაკავშირებულ აფექტურ კეთილდღეობაზე, თუმცა მათ შორის კავშირს განსაზღვრავს (ურთიერთმიმართების სიძლიერესა და მიმართულებას ცვლის) პროცედურული და ინტერაქციული სამართლიანობის კომბინირებული ცვლადი (მოდერატორი ცვლადი). მსგავსი შედეგი გვაქვს პროცედურულ-ინტერაქციული სამართლიანობის ინტერაქციული განზომილებით ჩანაცვლების შემთხვევაშიც (მოდერაციული ანალიზი)
საკვანძო სიტყვები: ორგანიზაციული სამართლიანობა, ზოგადი ბედნიერება, სამუშაოსთან დაკავშირებული აფექტური კეთილდღეობა.
Employee perceptions of the fairness of organization they work, have a vital effect on their attitudes and behaviors toward organization. The article focuses on the justice effects, in particular, the impact of organizational justice on employee job related affective well-being and general happiness, as well as evaluation of the interrelations between this variables. The basic construct of our study is organizational justice, which refers to justice in the workplace. We see two, three and four-dimensional theories of organizational justice, which offers us different structure of justice construct. As a theoretical framework, we used two-dimensional configuration of organizational justice (factor analysis)− (1) Distributive Justice and (2) Procedural-Interactional justice (as a combined variable). Research results suggest, that organizational justice provide positive influence on employee job related affective well-being, and reduces work related negative emotions (anger, depression, annoyance, boredom and esc.). As well as, the high level of organizational justice increases employee job related positive affect (mediational variable), which in its part, improves the degree of employee general happiness (mediational analysis). Concerning the dimensions of organizational justice: according to the linear regression analysis we can say, that distributive justice is stronger predictor of employee job related affective well-being, than proceduralinteractional justice (as a combined variable). Distributive justice has significant positive influence on employee job-related affective well-being, but their relationship is determined (changes the strength and the direction of relationship between variables) by the combined variable of procedural-interactional justice (moderational variable). Results are same in case of interactional justice as a moderational variable.
Keywords: Organizational Justice, General Happiness, Job related Affective Well-being.