2021-07-01 PDF
ანა ჭირაქაძე დეა დიხამინჯია
მოცემული კვლევა შეეხება სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და მათს ნარატივებს. კვლევის მიზანია, დადგინდეს, თუ როგორ ქმნიან, აგებენ, აკონსტრუირებენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები საკუთარ იდენტობას ქართულ კულტურაში. კერძოდ, შევისწავლეთ, თუ როგორ აკონსტრუირებს სექსუალური ძალადობის გამოცდილების მქონე ქალი საკუთარ ცხოვრებას და რა ეტაპებს გადის ის ისტორიის თხრობის პროცესში; როგორ აღიქვამს საკუთარ თავსა და ცხოვრებას წარსულსა და აწმყოში; როგორ აფასებს საკუთარ გამოცდილებასა და მასთან გამკლავების გზებს. კვლევა ეყრდნობა ნარატიულ მიდგომას. ჩატარდა ორი ნახევრადსტრუქტურირებული სიღრმისეული ინტერვიუ (თითოეულის ხანგრძლივობა 1-1.30 საათი). აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობდა ორი ქალბატონი, რომელთა ასაკი იყო 25 წელი. ჩატარებულ ინტერვიუთა თემატური ანალიზით გამოვლინდა პოსტტრავმული ზრდის ფენომენი, ცვლილება წარსულ და აწმყო „მე“-ს შორის, ასევე, შეინიშნებოდა პრობლემების მინიმიზაცია და რაციონალიზაცია. რესპონდენტების ნარატივში ნათლად გამოჩნდა კულტურის გავლენაც. კვლევისას მნიშვნელოვანი იყო სოციალური მხარდაჭერისა და ისტორიის ხმამაღლა მოყოლის პოზიტიური შედეგების აღმოჩენა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.
საკვანძო სიტყვები: ქალებზე სექსულაური ძალადობა, ნარატიული იდენტობა, ქართული კულტურა, მინიმიზაცია, რაციონალიზაცია, პოსტტრავმული ზრდა, სოციალური მხარდაჭერა.
The recent study is about women, who have been the victims of sexual violence and about their narratives. The purpose of this research is to study how sexually harassed women construct their identity while telling this story in the Georgian culture. All in all, we have studied how victims of sexual violence organize their lives, what processes they go through while talking about their experience, how they perceive themselves and their lives in the past, present, and future, how they estimate their experience and the way they handle it. This research shares the interests of narrative psychology. There have been conducted the semi-structured, in-depth interviewes (duration was 1- 1,5 hours). Two 25-year-old women participated in this research. The topical analysis showed the phenomenon of post-traumatic growth, the difference between past and present self, minimization and rationalization of their experience, there was also shown several cultural influences in this research. In addition, support from others and talking about this experience out loud had a great positive impact on the sexually harassed women.
Keywords: sexual violence on women, narrative identity, Georgian culture, minimization,
rationalization, post-traumatic growth, social support.