2021-07-01 PDF
მარიამ შუკაკიძე
აუტისტური სპექტრის დარღვევა დღესდღეობით ერთ-ერთ სწრაფად გავრცელებად მდგომარეობად განიხილება, რომელსაც სხვადასხვა სახის სირთულე ახლავს თან (CDC, 2016). სხვა პრობლემებს შორის, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები ძილის დარღვევების მაღალი რისკის ქვეშ არიან (Mannion&Leader, 2014). ხშირად ძილის დარღვევები ქცევით პრობლემებთანაც არის დაკავშირებული, რაც ბავშვთა ყოველდღიურ ფუნქციონირებაზეც აისახება (Goldman et al., 2011). ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ნაშრომის მიზანია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებში განმეორებითი ქცევების, აკადემიური მოსწრებისა და ძილის ხარისხის ურთიერთმიმართების შესწავლა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ხელმისაწვდომი შერჩევით 6-12 წლის 60-მა მოსწავლემ. აქედან 30 მოსწავლე იყო აუტისტური სპექტრის დარღვევით, ხოლო 30 - ტიპური განვითარებით. კვლევის ფარგლებში გამოყენებულია მშობლების მიერ ერთჯერადად შესავსები ორი კითხვარი: 1.ბავშვთა ძილის ჩვევების კითხვარი (CSHQ) და 2.განმეორებითი ქცევების კითხვარი (RBQ). მშობლებმა ასევე შეავსეს ძილის დღიური, რომლის დახმარებითაც აღნიშნავდნენ ბავშვთა ძილღვიძილის ციკლს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. აკადემიური მოსწრების საზომად გამოვიყენეთ სკოლის მასწავლებლებისგან, ქცევის თერაპევტებისგან მიღებული ყოველდღიური აკადემიური მონაცემები. მონაცემები მორგებულია სკოლის 10 ქულიან სისტემას. კვლევის შედეგებმა დაადასტურა ძლიერი კავშირის არსებობა კვლევაში გამოყოფილ ცვლადებს, კერძოდ, ძილის ხარისხს, აკადემიურ მოსწრებასა და განმეორებით ქცევას შორის. გამოვლინდა სტატისტიკურად სანდო უარყოფითი კორელაცია აკადემიურ მოსწრებასა და განმეორებით ქცევას შორის, რის მიხედვითაც განმეორებითი ქცევების მაღალი სიხშირე უარყოფით კორელაციურ კავშირში აღმოჩნდა აკადემიურ მოსწრებასთან. ასევე დადგინდა ძილის ხარისხს, განმეორებით ქცევასა და აკადემიურ მოსწრებას შორის ურთიერთმიმართება - ცუდი ძილის ხარისხი კავშირშია განმეორებითი ქცევის გამოვლენის სიხშირესთან და შედარებით დაბალ აკადემიურ მოსწრებასთან. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძილის ხარისხის გაუარესება შეიძლება დაკავშირებული იყოს უმეტესწილად ინტელექტუალური დარღვევის ხარისხთან და არა აუტიზმის სპექტრთან. აღნიშნული საკითხი შემდგომ კვლევას საჭიროებს.
საკვანძო სიტყვები: აუტიზმი, მაღალფუნქციური და დაბალფუნქციური აუტიზმის სპექტრი, განმეორებითი ქცევა, ძილის ხარისხი, აკადემიური მოსწრება.
Nowadays Autism spectrum disorder is considered to be one of the fastest spreading conditions with different kinds of difficulties (CDC, 2016). Together with different problems, children with Autism spectrum disorder are also under high risk of having sleep disorders (Mannion&Leader, 2014). Quite often, sleep disorders are related to the behavior difficulties, which reflects on how children function on a daily basis (Goldman et al., 2011). Considering the above-mentioned findings, the aim of this research is to find the relationship between behavior, academic assessment and sleep quality among children with autism spectrum disorder. 60 children were selected for this research between the age of 6 to 12. 30 students in the research were characterised with autism spectrum disorder and 30 − with typical development. For the assesment of the research subjects, I used two single-using questionnaire: 1.Children’s sleep habit questionnaire (CSHQ) and 2.Repetitive behvaior questionnaire (RBQ). Parents also completed sleeping diary, which was meant to reflect on the sleep-awake circadyan rhythm for 10 working days and for the academic assesment I used daily data of the grades from school teachers and therapists. The results are modified to the school scale of 10 points system. Results indicate that there is a strong correletion between the selected variables-academic assessment, sleep quality and repetitive behavior. There was a statistically reliable negative correlation between academic assessment and repetitve behavior. Aslo- bad sleep quality results in high freaquency of repetitve behavior and a poor academic performance. From the results, we can assume, that worsening of sleep quality may be related to the intelectual disorder quality to a greater extent and not with autism spectrum. Further research is needed on this matter.
Keywords: Autism, high-functioning and low-functioning autism, repetitive behavior, sleep
quality, academic assessment.