2021-07-01 PDF
მარიამ ლეკვეიშვილი
წარმოდგენილი კვლევა მიზნად ისახავს COVID-19-თან დაკავშირებული იზოლაციის პირობებში სოციალურ მედიაში გამოვლენილი შეხების მითების/ნარატივების იდენტიფიკაციას, დოკუმენტაციასა და შესწავლას. კვლევის ფსიქოანთროპოლოგიურ ჩარჩოს წარმოადგენს ანთროპოლოგიის, სოციალური სემიოტიკის, კომუნიკაციისა და კოგნიტური მეცნიერების ინტერდისციპლინური კონცეფციები − განსხეულება და მულტიმოდალურობა. ამ ორ პერსპექტივაზე დაყრდნობით, კვლევა წარმოაჩენს კომუნიკაციაში სხეულებრივი და სოციალური გამოცდილების ორგანიზებას და ფოკუსირდება სხვადასხვა საკომუნიკაციო მოდალობის როლზე მნიშვნელობის შექმნის პროცესში. მიიჩნეულია, რომ ის რესურსები, რომელთაც ენა, როგორც ერთ-ერთი საკომუნიკაციო არხი, გვთავაზობს, განპირობებულია ფუნქციებით, რომელთა დაკმაყოფილებასაც ემსახურება ხალხის კომუნიკაციური საჭიროებები. ადამიანები გამოხატავენ მნიშვნელობას კონკრეტულ დროსა და სოციალურ სიტუაციაში მათთვის ხელმისაწვდომი სემიოტიკური რესურსების მეშვეობით, ეს არჩევანი კი ყოველთვის განპირობებულია სოციალურად და რეგულირებულია გარკვეული დისკურსით. აღნიშნულის საილუსტრაციოდ, გადავწყვიტეთ, გამოგვევლინა შეხების მითები/ნარატივები და შეგვესწავლა მათი რეპრეზენტაცია პანდემიით გამოწვეული იზოლაციისა და ფიზიკური შეხების ნაკლოვან პირობებში. კვლევისთვის რელევანტური მასალის მოძიების შემდეგ, ჩატარდა თემატური და მეტაფორული ანალიზი. ღია კოდირების მეშვეობით გამოიყო ის ძირითადი ნარატივები, რომლებიც გვხვდება ფიზიკური შეხების ნაკლოვან პირობებში.
საკვანძო სიტყვები: COVID-19, შეხება, იზოლაცია, განსხეულება, მულტიმოდალურობა, სოციალური დისტანცია.
The purpose of the given research is to identify, document and study the myths/narratives regarding touching, manifested on social media in the context of COVID-19 isolation conditions. The psychoanthropological framework of the research is the interdisciplinary concepts of anthropology, social semiotics, communication and cognitive science - embodiment and multimodality. Based on these two perspectives, the research demonstrates the organization of physical and social experiences in communication and focuses on the role of different communication modalities in the process of meaning-making. It assumes that the re-sources that language, as one of the communicative channels, offers, are conditioned by the functions and the communication needs of the people serve to meet these functions. People express meaning in a particular time and social situation through the use of semiotic resources available to them; this choice is always socially conditioned and regulated by a certain discourse. To illustrate aforementioned, we decided to identify myths/narratives of touching and study their representation in terms of pandemic-driven isolation and lack of physical contact. After finding relevant material for the research, thematic and metaphorical analysis was performed. Through the use of open coding, the main narratives found in the conditions of lack of physical contact were identified.
Keywords: Covid-19, Touching, Isolation, Embodiment, Multimodality, Social Distance.